სპორტი რა არის სპორტი? გუშინ, 16:03 ![]() ⚫ რა არის სპორტი? აი, რას წერდა ამის შესახებ იულიუს ევოლა: "ერი, რომელსაც არ გააჩნია ეროვნული თვითშეგნება, თავმოყვარეობა და სიამაყე... ერი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სისხლის, ინდივიდუალურობის დამახასიათებელი თვისებების შენარჩუნების სურვილი და უნარი... რომელსაც არ აქვს პრეტენზია და სურვილი რომ იყოს პირველი, სხვაზე უკეთესი... ერი, რომელიც სხვას უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე საკუთარს, განწირულია დამარცხებისთვის და გაქრობისთვის.
და მაინც, რა არის სპორტი? სპორტი, ეს თვით სიცოცხლის იმიტაციაა - სიცო ორიგინალი სურათი 12 1-ს მოსწონს და მაინც, რა არის სპორტი? სპორტი, ეს თვით სიცოცხლის იმიტაციაა - სიცო
12
|
|
და მაინც, რა არის სპორტი? სპორტი, ეს თვით სიცოცხლის იმიტაციაა - სიცოცხლის ევოლუცია კი მარადიული ომია. მაგალითად, დედამიწის 4.6-მილიარდწლიანი ისტორია მოიცავს მასზე სიცოცხლის 4.5 - 4.2 -მილიარდწლიან ისტორიასაც. ამ დროის განმავლობაში ათობით მილიარდი ცოცხალი არსების სახეობაა გადაშენებული. ისინი გარესამყაროსა და ერთმანეთთან დიდ, უწყვეტ ევოლუციურ ბრძოლაში გაიცხრილნენ. იგივე დაემართა ადამიანების (ჰომოს გვარის) თუ ჰომინიდების უამრავ სახეობას და ქვესახეობას. შემდეგ კი, 300 ათასი წლის განმავლობაში რაც ჰომო საპიენსი არსებობს, ადამიანთა ათასობით ტომს და ეთნოსს. ისინი დრომ და დედაბუნებამ დაამარცხა. ქართველები კი დღემდე ვაგრძელებთ ბრძოლას ურთულეს პირობებში. ომი და შეჯიბრი - ეს სიცოცხლის მუდმივი თანმდევია. ომი და შეჯიბრი, როგორც გრავიტაცია - სამყაროს ფუნდამენტური კანონია. სანამ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, სანამ სიცივე და სითბო, ქარიშხალი და მზის შუქი არსებობს, ყოველთვის იარსებებს ბრძოლა - მათ შორის ხალხებსა და ერებს შორის. ხალხი რომ სამოთხეში ცხოვრობდეს, ისინი დეგრადირდებოდნენ. კაცობრიობა ბრძოლის წყალობით ჩამოყალიბდა ისეთად, როგორიც არის - ჩამოყალიბდა უდიდეს მტაცებლად, დედამიწის კვებითი ჯაჭვის მწვერვალად. ომი და შეჯიბრი ბუნებრივი, ჩვეულებრივი რამ არის. ომი და შეჯიბრი მარადიული და ყველგანმყოფია. მას არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. ომი და შეჯიბრი თვით სიცოცხლეა. ომი და შეჯიბრი კაცობრიობის თანდაყოლილი მდგომარეობაა. ერნსტ იუნგერი აღნიშნავდა: "მანამ, სანამ ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდობა, რომლის საფუძველშიც იქნება ყველაფერი ის, რაც ძლიერებას და მამაკაცურობას შეიცავს - ჩვენი მომავალი გარანტირებული იქნება!".