x
image
თორ ნიკე
სხვა ჟანრები
რას ნიშნავს სიტყვები გურჯისტან, გრუზია და ჯორჯია?
2
რას ნიშნავს სიტყვები გურჯისტან, გრუზია და ჯორჯია?
ფოტოზე ხედავთ რუკას, რომელზეც ასახულია ქვეყნების დასახელებები რას ნიშნავს პირდაპირ თარგმანში. საქართველოს ადგილას წერია "Land of The Wolves" (მგლების მიწა). რატომ? იმიტომ, რომ გურგისტან სიტყვასიტყვით ძველ სპარსულად ნიშნავს მგლების ქვეყანას.
ორიგინალი სურათი
61
1-ს მოსწონს
ფოტოზე ხედავთ რუკას, რომელზეც ასახულია ქვეყნების დასახელებები რას ნიშნავს პირდაპირ თარგმანში. საქართველოს ადგილას წერია "Land of The Wolves" (მგლების მიწა).
რატომ? იმიტომ, რომ გურგისტან სიტყვასიტყვით ძველ სპარსულად ნიშნავს მგლების ქვეყანას.
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
61
  
19 ოქტომბერი, 12:57
ფოტოზე ხედავთ რუკას, რომელზეც ასახულია ქვეყნების დასახელებები რას ნიშნავს პირდაპირ თარგმანში. საქართველოს ადგილას წერია "Land of The Wolves" (მგლების მიწა).
რატომ? იმიტომ, რომ გურგისტან სიტყვასიტყვით ძველ სპარსულად ნიშნავს მგლების ქვეყანას.
ძველ სპარსულად "გურგ" არის მგელი. ხოლო "სტან" ქვეყანა, მისი მონათესავე სიტყვაა სლავური "სტრან", "სტრანა".
როგორც ჩანს, იბერიულ, აღმოსავლეთ ქართულ ტომებს (შესაძლოა დასავლურსაც) ზოგადად ასე (მგლებად) მოიხსენიებდნენ ძველი სპარსები.
ეს ჩანს იბერიის მეფის - ვარან ხუასრო თანგ ხოსროიანის (ვახტანგ ხოსროიანის) ზედმეტსახელიდანაც - "გურგასარ".
ძველ სპარსულად ეს სიტყვა იშიფრება არა როგორც "მგლისთავა", არამედ მგლების თავი ანუ მგლების მეთაური.
შემდეგ პერიოდში, ახალ სპარსულ ენაში სიტყვა "გურგ"-ში დარბილდა ბოლო ასო და გახდა გურჯ - რაც აღნიშნავს ქართველს (გურჯს).
ხოლო ქვეყანას ეწოდება "გურჯისტან" (საქართველო).
აქედანაა ნაწარმოები სლავური "გრუზია" (გურჯია / გურზია).
ასევე დასავლეთ ევროპული "ჯორჯია" (გურჯია / გორჯია / ჯორჯია).
აქამდე მიაჩნდათ, რომ "ჯორჯია" ნაწარმოები იყო ძველბერძნული "გეოს ორგია"-დან, რაც დედამიწის ან მიწის ამოტრიალებას ნიშნავს.
რატომ უწოდებდნენ მგლებს იბერებს სპარსები? მგლის კულტის გამო. ეს კულტი დიდი ხანი იყო საქართველოში გავრცელებული. ზეპირსიტყვიერების გარდა, ეს ჩანს მაგალითად თრიალეთის ვერცხლის თასიდანაც, სადაც გამოსახულია თრიალეთელ ქურუმთა რიტუალური მსვლელობა, რომლებიც მგლის ტყავებში არიან ჩაცმული (მგლის კუდიც თითოეულს უჩანს) და თავი და სახეც გატყავებული მგლების თავებით აქვთ დაფარული, თითქოს თავად მგლები არიან. ხელში სასმისები უჭირავთ (სავარაუდოდ ღვინის) და რიტუალს ატარებენ.
19 ოქტომბერი, 12:56
"ვიდრე ცერზე ფიცხლივ დგომა უხარია,
და დიდოუ ნანა უსალბუნებს ყურს,
უხსოვარი სისხლი მაჩუხჩუხარია,
მკერდი მოგუგუნე - მამულისთვის ხურს.
შეუძახე იბერს, ვიდრე კიდევ მხნედ არს
და საბედისწეროს უმკლავდება რულს,
იქნებ დაგიჯეროს პირველი ცის მხედარს,
რომ ხალიბი კვეროს - გაუფრთხილდეს რჯულს.
დიდი გარჯა გველის... და ფილტვების დამბერ
სიმღერასაც ვეტყვით ამ დროებას, კრულს!
იქნებ, ერთი მგელიც მოგვაშველო მამბერ,
თორემ ტურის ხროვა ღრენას ბედავს მტრულს..."
ვინ არის "მამბერი", ვისაც მიმართავს ამ ლექსში პოეტი კობა ჭუმბურიძე? საინტერესოა, რომ წმინდა გიორგი მგლების მამად (მამბერად) მიიჩნევა სვანეთში. "მგლები წმინდა გივარგის ძაღლებია" - სვანური გამონათქვამია.
არაა გამორიცხული რომ თვითონ სახელი გიორგი მოდიოდეს სიტყვიდან "გურგ" - გურგი / გიურგი / გიორგი. ისიც შესაძლებელია რომ სახელი "გურგენ" არის გიორგის მონათესავე ან წინასახე: გურგენ / გიურგენ / გიორგენ / გიორგი.
0 1 2
Rhea Cybele - The Goddess of Mushkians
ჩვენება: 6
ავტორი: თორ ნიკე
Colchian treasure / კოლხური საგანძური
ჩვენება: 2
ავტორი: თორ ნიკე
Colchian treasure / კოლხური საგანძური
ჩვენება: 2
ავტორი: თორ ნიკე
ჰოლოდომორი სიცრუეა