x
image
თორ ნიკე
სხვა ჟანრები
რა არის რასა - სახეობა თუ ქვესახეობა?
2
რა არის რასა - სახეობა თუ ქვესახეობა?
ორიგინალი სურათი
38
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
38
  
2022, 8 მაისი, 4:46
სინამდვილეში ადამიანის დღევანდელი 5 რასა ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ: ნეანდერტალელები, ჰაილდელბერგელები, ერექტუსები და დენისოველები. დღეს ამ ჩამოთვლილებს მეცნიერება თვლის სხვადასხვა სახეობებად, როდესაც თანამედროვე ადამიანების კლასიფიცირებისას პოლიტიკურ გავლენებს ემორჩილება და სამეცნიერო კანონებს არღვევს. კონკრეტულად და უფრო გასაგებად, არღვევს სამეცნიერო კანონებს მაშინ, როდესაც თანამედროვე ადამიანებს არათუ არ ყოფს სხვადასხვა სახეობებად, არამედ ქვესახეობებად დაყოფაც კი აკრძალეს.
2022, 8 მაისი, 4:36
რა არის რასა - სახეობა თუ ქვესახეობა?

უბრალოდ სამეცნიერო სახის შეკითხვა მაქვს. წმინდა წყლის სამეცნიერო სახის შეკითხვა, არანაირი პოლიტიკა, იდეოლოგიები, გემოვნება ან მიკერძოება და ასე შემდეგ. სერიოზულად.

ზევით ვხედავთ ორ ადამიანს, თანამედროვე ადამიანს - "ჰომო საპიენსს". დღეს ითვლება, რომ ეს ორივე ადამიანი (ჰომოს გვარის) რასაც ხედავთ არის ორივე არა მხოლოდ ერთი გვარის (Genus - ჰომო), არამედ ერთი სახეობისაც (Species - საპიენსი). მათ (ზანგებს და კავკასოიდებს) უპრობლემოდ შეუძლიათ რომ იყოლიონ სრულიად ჯანმრთელი და გამრავლების უნარის მქონე შთამომავლობა. ანუ მათ (სხვადასხვა რასას) ერთმანეთთან შერევა შეუძლიათ.

მეორე რიგში ვხედავთ ორ არსებას, რომელიც არის ორივე ერთი გვარის (Genus - პანი), მაგრამ არის ორი სახეობა (Species): შიმპანზე და ბონობო. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ რომ იყოლიონ სრულიად ჯანმრთელი და გამრავლების უნარის მქონე შთამომავლობა. ანუ მათ (შიმპანზეს და ბონობოს) ერთმანეთთან შერევა შეუძლიათ.

მესამე რიგში, ყველაზე დაბლა, თქვენ ისევ ხედავთ ორ არსებას, რომელსაც აქვთ ერთი გვარი (გორილინი / Gorillini), მაგრამ არიან ორი სახეობა (Species): აღმოსავლური გორილა და დასავლური გორილა. მათ უპრობლემოდ შეუძლიათ რომ იყოლიონ სრულიად ჯანმრთელი და გამრავლების უნარის მქონე შთამომავლობა. ანუ მათ (აღმოსავლურ და დასავლურ გორილას) ერთმანეთთან შერევა შეუძლიათ.

კითხვა: მარტო მე ვხედავ, რომ გლობალისტი ლიბერალები მეცნიერებასაც აყალბებენ და საპიენსის რასების ერთ სახეობად დამკვიდრება წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხია და ამ დროს ანტიმეცნირულია როდესაც ამ ზედა ორ არსებას არათუ ერთ გვარს (Genus) და ერთ სახეობას (Species) ანიჭებენ, არამედ ქვესახეობებად (Subspecies ანუ რასებად) დაყოფასაც კი გვიკრძალავენ?

სინამდვილეში წმინდა წყლის სამეცნიერო, ბიოლოგიური მიდგომით, ადამიანთა დღევანდელი 5 რასა არის არათუ ადამიანის ქვესახეობები (subspecies), არამედ ადამიანის სხვადასხვა სახეობები (species) არიან. მათ საერთო აქვთ მხოლოდ ტაქსონომიური გვარი (Genus "Homo" - ადამიანი).
0 1 2
Rhea Cybele - The Goddess of Mushkians
ჩვენება: 6
ავტორი: თორ ნიკე
Colchian treasure / კოლხური საგანძური
ჩვენება: 2
ავტორი: თორ ნიკე
Colchian treasure / კოლხური საგანძური
ჩვენება: 2
ავტორი: თორ ნიკე
ჰოლოდომორი სიცრუეა