ცნობილი ადამიანები მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი დაინიშნენ 6 მარტი 2014, 18:40:32 ტაბლოიდები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდნენ, რომ მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი დაინიშნენ, თუმცა, ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ცოტა ხნის წინ პრესამ კვლავ ამ თემაზე წერა განაგრძო. ჟურნალისტებს წყვილთან დაახლოებულმა პირმა უამბო, რომ ნიშნობა მართლაც შედგა. ამას გარდა, პაპარაცებმა კუნისი უსახელო თითზე ბრილიანტის ბეჭდით შენიშნეს მაშინ, როდესაც ვარსკვლავი დედასთან ერთად შოპინგზე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსახიობები მალე საერთო პროექტში დაკავდებიან. 8 4-ს მოსწონს
8
|
1099.00
k
1499.00
k
|