ცნობილი ადამიანები ჯულია რობერტსის დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს 17 თებერვალი 2014, 17:16:04 ჯულია რობერტსი კვლავ განსაცდელშია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მსახიობს და, ნენსი მოუტსი აბების ჭარბი დოზის მიღებისგან გარდაეცვალა. ამ ამბის გაგების შემდეგ დედა, ბეტი ლუ მოუტსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამასთან, გარდაცვლილის და მისი საქმროს, ჯონ დილბეკის მეგობარი ირწმუნება, რომ ნენსი თვითმკვლელობამდე სწორედ დედამ მიიყვანა. მისი თქმით, მოუტსი 6 თვის წინ დეპრესიაში ჩავარდა, როდესაც დედამ მასთან ურთიერთობაზე უარი თქვა. 8 4-ს მოსწონს
8
|
1099.00
k
1499.00
k
|