სკარლეტ იოჰანსონი და კეიტ უინსლეტი მაკიაჟის გარეშე 12 თებერვალი 2014, 16:16:44 სკარლეტ იოჰანსონმა და კეიტ უინსლეტმა თავიანთი ბუნებრივი სილამაზის დემონსტრირება გადაწყვიტეს. მსახიობებმა მაკიაჟის გარეშე „Vanity Fair“-ის მარტის ნომრის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. გადაღებებზე 29 წლის სკარლეტი და 38 წლის კეიტი ყოველგვარი კოსმეტიკისა და პროფესიონალი სტილისტების ჩარევის გარეშე პოზირებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ უინსლეტი პლასტიკურ ქირურგიასაც არ აღიარებს. ეს ფოტო მსახიობის მესამე ორსულობის დროს არის გადაღებული. სურათების ავტორი ამერიკელი მხატვარი და ფოტოგრაფი ჩაკ კოულზი გახლავთ. სკარლეტ იოჰანსონმა და კეიტ უინსლეტმა თავიანთი ბუნებრივი სილამაზის დემონსტრირება გადაწყვიტეს. მსახიობებმა მაკიაჟის გარეშე „Vanity Fair“-ის მარტის ნომრის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. გადაღებებზე 29 წლის სკარლეტი და 38 წლის კეიტი ყოველგვარი კოსმეტიკისა და პროფესიონალი სტილისტების ჩარევის გარეშე პოზირებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ უინსლეტი პლასტიკურ ქირურგიასაც არ აღიარებს. ეს ფოტო მსახიობის მესამე ორსულობის დროს არის გადაღებული. სურათების ავტორი ამერიკელი მხატვარი და ფოტოგრაფი ჩაკ კოულზი გახლავთ.
|
|