შევაბერდით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს და, რა გასაკვირია, თუ მეგონა, რომ ზედმიწევნით კარგად ვიცნობდი მისი სულის ბიოგრაფიას, სულის ანატომიას, მაგრამ, თურმე ვცდებოდი. დღეს ისეთი ლამაზი კუთხით დავინახე, რომ მივხვდი, თურმე არ მცნობია, არ შემძლებია მისი ქვეცნობიერის სიღრმეში მოგზაურობა, სადაც მისი ძალიან ლამაზი და კეთილშობილი "მე"-ს შინაგანი სინამდვილეა დახატული...
ბუნებრივია, თავისი თაობა ყველას უყვარს, არც მე ვარ გამონაკლისი. წარსულს არ მივტირი, მაგრამ ძალიან მენატრება ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი თბილისი, მისი ქუჩის ინტონაცია, თბილისური ჟარგონი...სულო ცოდვილო, მაშინდელი წიწკვები (აქ-ღიმილის ღიმილაკი). სამწუხაროდ, დაკარგა თბილისმა ძველი და განუმეორებელი ხიბლი, თუმცა საქმე მთლად ასე მარტივად ა...
2012, 28 დეკემბერი, 14:05
|
|