რვა ოქტომბერი დღე იყო ლამაზი, რომ დაიბადა ვაჟკაცი, მისი პირველი თვალის გახელა, მისი ღიმილი, მისი თამაში, პირველი სიტყვა, დედის სიმღერა, ანგელოზივით ძილი, მისი ტირილი, მისი ტკივილი, მისი პირველი კბილი... მისი სურნელი და თმა ხუჭუჭი, თვალები თაფლისფერი, მისი სიტყვები: ''დედა კოკანა'', ''დედა ნანაო'', მშვიდი, მისი თითები ბოტოტა, ორი პატარა თათი, მისი ლოყები...
თვალს დახუჭავ, წარმოიდგენ, რომ სამყარო შენია,
უსიტყვოდაც ყველამ იცის, რომ ოცნება ძნელია,
რადგან შორი აჩრდილები წარსულს ეომებიან,
მომავალი აწმყოს ებრძვის, ყველაფერი ბნელია...
მაგრამ ეს ხომ ოცნებაა, წარმოსახვის ნაყოფი
და ვერასდროს ვერ იქნება ჩვენი გულის გამყოფი,
თვალს გააახელ და იტირებ, რომ ოცნება ვერ ახდა,
მაგრამ მე ხომ აქ ვიქნები, შეგიყვარებ ხელახლა...
|
|