დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,
როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან.
გარყვნილების და გაქრობის შიშში
გავჩნდი ეპოქის წარმოსაშობად!
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ!
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ, ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზქურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ - დედამიწაზე.
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ, ...
"დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, რომ ღმერთი არ არის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია. ამაშია მთელი უბედურება. ამიტომ არ სწამთ ღმერთის.
ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთ...
|
|