x
image
თორ ნიკე
ვინ არიან ლაზები? (ნაწილი II)
ვინ არიან ლაზები? (ნაწილი II)


V საუკუნის ანონიმი მწერალი წერს: დიოსკურიიდან, რომელსაც აგრეთვე სებასტოპოლი ეწოდება, ვიდრე აფსარის წყლამდე, წინათ ცხოვრობდა ის ხალხი რომელთაც კოლხები ეწოდებოდათ და შემდგომ დაერქვათ ლაზები."


იოანე ლიდეს (V - VI სს.) მიხედვით ლაზები იგივე კოლხები არიან. იგი წერს: "კოლხები, რომელთაც ლაზებიც ეწოდებათ".


იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ.წ. VI ს.) იგი წერს: "სახელი კოლხები, როგორც სხვა მრავალი ტომისა, ამჟამად ლაზთა სახელად შეიცვალა."



პროკოპი კესარიელის თანამედროვე ისტორიკოსი აგათია სქოლასტიკოსი (536 - 582 წწ.) აღნიშნავს: "ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და კოლხები სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არავის შეეპარება."


საყურადღებოა აგათია სქოლასტიკოსის მტკიცება იმაზეც, რომ თვით ლაზებიც თავიანთ თავს კოლხების შთამომავლებად თვლიდნენ და ამით ძალიან ამაყობდნენ კიდეც. აგათია წერს:

"ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ. ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტადაც კი ქედმაღლობენ, თუმცა არცთუ ისე უსაფუძვლოდ."


აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი გადმოვცემს: "ლაზებს მიაჩნიათ, რომ მათი სამეფო კოლხთა სამეფოს გაგრძელებაა. რომ ლაზები პირდაპირი შთამომავლობითი და არა მხოლოდ პოლიტიკური მემკვიდრენი არიან კოლხების და კოლხეთის სამეფოსი. ასე რომ ძველი კოლხიდა მათ აქვე ეგულებათ. ისინი ამბობენ, რომ "მათი სამეფო უძველესია".



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვინ არიან ლაზები? (ნაწილი I)

2. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
993
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
993
  
2021, 23 მაისი, 17:14
ანტიკური ხანა – ახ. წ. აღ. I ს. – კოლხეთის სამეფო / ეგრისის სამეფო
II ს. – III ს. – გონიო-ვიწეს ზონა – იბერიის სამეფო (ქართლი), ფორტუნა-ოფის ზონა – სანეთის სამეფო
III ს. – VI ს. – მახელონები
VI ს. 60-იანი – VII ს. 30-იანი – იბერია
VII ს. 30-იანი – VIII ს. – ბიზანტიის იმპერია
VIII ს. მეორე ნახ. – X ს. პირველი ნახ. – აფხაზთა სამეფო
X ს. პირველი ნახ. – 960-იანი წ. – ბიზანტიის იმპერია
960-იანი – 978 – 1001 – ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი), ნაწილი (ოფის უბანი 978 წ.-მდე) – ბიზანტიის იმპერია
1001 – 1014 – ბიზანტიის იმპერია
1014 – 1023 – საქართველოს სამეფო
1023 – 1073 – ხუფათი-ოფის ზონა – ბიზანტიის იმპერია, გონიო-მაკრიალის ზონა – საქართველოს სამეფო
1073 – 1191 – საქართველოს სამეფო
1191 – 1203 – ბიზანტიის იმპერია
1204 – 1282 – საქართველოს სამეფოსა და ტრაპიზონის იმპერიის თანასამფლობელო (კონდომინიუმი)
1282 – 1463 – საქართველოს სამეფო (მათ შორის 1282-1297 წ.წ. უშუალოდ დავით ნარინის სამფლობელო, 1297-1463 წ.წ. მესხეთის სამთავრო)
1463 – 1502 – იმერეთის სამეფო (გურიის სამთავრო, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდ საბედიანო სამეგრელოს შემადგენლობაშია)
1502 – 1535 – მესხეთის სამთავრო
1535 – 1547 – იმერეთის სამეფო (გურიის სამთავრო)
1547 – 1878 – ოსმალეთის იმპერია (ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყი)
1878 – 1914/15 – აზლაღა-ოფის ზონა – ოსმალეთის იმპერია (ლაზისტანის სანჯაყი), გონიო-ლიმანის ზონა – რუსეთის იმპერია (ქუთაისის გუბერნია / ბათუმის ოლქი)
1915 – 1917 – რუსეთის იმპერია (ბათუმის ოლქი)
1918 – 1921 – აზლაღა-ოფის ზონა – ოსმალეთის იმპერია (ლაზისტანის სანჯაყი), გონიო-ლიმანის ზონა – საქართველო (სამუსლიმანო საქართველო – ბათომის მხარე)
1921 – დღემდე – მელენი სარფი-ოფის ზონა – თურქეთი, მოლენი სარფი-გონიოს ზონა – საქართველო.
2021, 7 იანვარი, 22:40
An anonymous writer of the fifth-century BC, writes: "From Dioscuria, also called Sebastopolis, to the waters of the Apsaros, there used to be a people called the Colchians, later called the Laz."
According to John Lydes (V - VI centuries) the Laz are the same Colchians. He writes: "Colchians, also called Laz."
The same is noted by the Byzantine writer and historian Procopius of Caesarea (VI century AD). He writes: "The name of the Colchians, like that of many other tribes, is now changed to the name of the Laz."
The historian Procopius of Caesarea, Agatha Scholasticus (536-582), notes: "The Laz were called Colchians in ancient times, and they are the Colchians. No one doubts that."
It is also noteworthy that Agatha Scholasticus asserted that the Laz themselves considered themselves to be descendants of the Colchians, and that they were very proud of it. Agatha writes:
"The strong and brave tribes are the Laz and they rule over other strong tribes. They are proud of the old name of the Colchians and are even more arrogant than the size, though not so unreasonably. "
Academician N. Berdzenishvili states: "The Laz people know, that their kingdom is a continuation of the kingdom of Colchis. The Laz are the direct descendants and not just the political heirs of the kingdom of Colchis and Colchians. So old Colchis belongs to them. They say that "their kingdom is the most ancient and it is right".
0 1 2