თავბექილა არის მითიური გმირი სვანურ ფოლკლორში, გველეშაპის მკვლელი. სავარაუდოდ, ამ გველეშაპის სახით წარმოდგენილ მოძალადე თურქთა მჟლეტი, რომელიც მტერთან ბრძოლას შეეწირა. ჩვენ ეს ბალადა მოხუც ვინი გელოვანის თქმულიდან ჩავიწერეთ და გადმოვაქართულეთ:
ო, საბრალო თავბექილა, ქვაზე სუფრა გაგიშლია,
თურქის ჯარი დაგცემია, ერთი არვინ გაგიშვია;
გზაზე მძივი გიპოვნია, ...
2019, 12 დეკემბერი, 19:56
დაბადება
ბიჭიანობის სიხარული ჩვენში დიდია,
ვაჟი მამულის დამცველია, გზა და ხიდია,
თუ სადმე კაცი გაჩენილა, დიდი ქართველი,
ქუთაისს ახსოვს ერთი ვაჟის შობა ნათელი.
ათასასი წლის სამოცდაცამეტს აყვრიდა მაცნე,
ვაჟია, ვაჟი! ოქროს ქისა ხელში ჩააწნეს,
მეფე გიორგის მოევლინა ლეკვი ნანატრი,
მსგავსება ბელის, ლომისთვალა, ღვთისგან სანატრი.
...
|
|