დილაა, ყავას ხარბად ვწრუპავ და ღრმა ნაფაზებით ჩამყავს სიგარეტი ბოლოში. ვფიქრობ, რამდენი პრობლემა შევუქმენი ჩემს ოჯახს, ჩემი პოლიტიკაში ფათურით, დედაჩემსაც ვიცი დღე დღეზე გამოუშვებენ სამსახურიდან. თუმცა სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია, არ შემიძლია შვიდი ნოემბრის, გურამ შარაძის თუ ჟვანიას სიკვდილის, ქუჩებში ნაწამები და დახვრეტილი ბიჭების, ინტელიგენციის ჩარე...
2015, 23 სექტემბერი, 14:22
უფალი სუფევს კახელ გლეხის ძარღვიან მკლავში,
და სამათხოვროდ გამოსული, ბავშვის თვალებში,
ჯარისკაცების თავგანწირულ, სულსა და გულში,
პენსიის რიგშიც, რომ დამდგარა ქალი შავებში,
მე უფალს ვხედავ თუშ მეცხვარის უდრეკ მუხლში და
მუცოს დარაჯად შემორჩენილ ვაჟკაც ხევსურში,
შენ ხარ ვენახში, დაუდგრომელ სვანურ სულში და,
ქვის სენაკებში ლოცვად შემდგარ წმინდა მამებში.
...
2015, 26 სექტემბერი, 20:21
03.06.2011
ჯანჯღარმა გამაღვიძა, თავზე გაცრეცილი ტიპი მადგას, ადე ძმაო ხალხს, საერთოდ არ სძინებია, სხვა დააწვინე, შენ ორი საათი მაინც გეძინაო. უკვე კარგად გათენებულა, ჩამოვედი საწოლიდან და ონკანთან პირის დასაბანად რიგში ჩავდექი. საჭმელი მოვიდა, პური ავიღე, ბიჭებმა მითხრეს თუ შეგიძლია, რამდენიმე კაცის ნაჭამი ჯამიდან ჭამო...
2015, 28 სექტემბერი, 14:08
11 ივნისი
ჩემი დის, მარინას დაბადების დღეა, წელს ვერ მივულოცავ, არც ტელეფონი, არც წერილი, არანაირი კომუნიკაცია, არადა პირველი შემთხვევაა, ასე შორს რომ ვართ, მის დაბადების დღეზე. ცუდ ხასიათზე დავდექი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დილით აბანოში გაგვიყვანეს. გამოდის, რომ უკვე კვირაზე მეტია აქ ვარ. პრინციპში ძალიან არ გაწელილა, მალე გაირბინა. აბანო...
2015, 10 ოქტომბერი, 21:42
|
|