x
image
ერეკლე ცოცანიძე
მამა პეტრე - თუ პატიება ვერ შეძელი, არც სიკეთე და სიყვარული შეგძლებია

image

სვეტიცხოველის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში მხილების, პატიებისა და ფარისევლობის შესახებ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.


"ღვთისმსახურება არასწორად გაგებული უფრო საშიშია, ვიდრე მისი შორიდან ყურება. მუდამ სხვისი გაქილიკება, “მხილება" და ჭკუის დარიგება ღმერთსაც გაკარგვინებს და ადამიანსაც. წირვაზე დგომა და გულში ბოღმის ზეიმი ორთა უფალთა მონებას ნიშნავს. წესები და კანონები ზედმიწევნით იცოდნენ ფარისევლებმა, მაგრამ ქრისტე ჯვარცმისთვის გაიმეტეს. წმინდა ძღვენი გაბრაზებული და დამძიმებული მდგომარეობით არ შეიწირება. თუ პატიება ვერ შეძელი, არც სიკეთე და სიყვარული შეგძლებია... ნუ ბრაზობ იმაზე, რომ ვიღაცამ გული გატკინა, გაბრაზდი იმისთვის, პატარა რომ აღმოჩნდი. პატარა გონებით კი დიდს ვერ დავინახავთ... არც ფიქრია გამოსავალი. არეული გონებით ნაფიქრალი სწორ გზას ვერ გვაპოვნინებს... ახლა კი ქმედების დროა... " - წერს მამა პეტრე

0
147
4-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0