უფალი სუფევს კახელ გლეხის ძარღვიან მკლავში,
და სამათხოვროდ გამოსული, ბავშვის თვალებში,
ჯარისკაცების თავგანწირულ, სულსა და გულში,
პენსიის რიგშიც, რომ დამდგარა ქალი შავებში,
მე უფალს ვხედავ თუშ მეცხვარის უდრეკ მუხლში და
მუცოს დარაჯად შემორჩენილ ვაჟკაც ხევსურში,
შენ ხარ ვენახში, დაუდგრომელ სვანურ სულში და,
ქვის სენაკებში ლოცვად შემდგარ წმინდა მამებში.
...
2015, 26 სექტემბერი, 20:21
|
|