ჩვენ როცა ვდუმვართ,
ჩვენ როცა ვფიქრობთ,
ლაპარაკობენ ჩვენი სულები,
სიზიფეს ლოდიც მემსუბუქება,
რადგან ამ ქვეყნად შენ მეგულები.
თუმც შეავედრე ღმერთს ჩემი თავი,
ბედი-ავბედი მაინც თან მდევდა,
გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო,
რომ ბედნიერი არა ვარ დედა...
ვერ დამიფარა სენმა ლოცვებმა,
გადათიბულან შენი კორდები,
დარდობ და მაინც გეიმედება,
რომ ჩემში ისევ განმეორდები...
|
|