x
image
ანარქია
Mediator image
რა იცით სიცილის შესახებ?
imageყველაფერი სიცილის შესახებ:

სიცილის დროს მიმიკური კუნთები გენერირებენ განსაკუთრებული სიხშირის იმპულსებს, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას და დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემასა და ზოგადად, ტვინის მუშაობაზე - ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, უახლესი ტექნოლოგიით სიცილის ფენომენის შესწავლისას.

როცა ადამიანი იცინის, ამ დროს, მისი ფილტვებიდან ჰაერი 100 კილომეტრ-საათი სიჩქარით გამოიტყორცნება, სტატისტიკას თუ ვენდობით, ქალები დილის განმავლობაში ექვსჯერ უფრო ხშირად იღიმებიან, ვიდრე მამაკაცები.

მაშინაც კი, როდესაც არ გვიხარია და ძალდატანებით ვიღიმებით მექანიზმი ირთვება და ორგანიზმს გარკვეულ შვებას ანიჭებს.


როცა იჭმუხნებით და იჯღანებით, თქვენს სახეზე 47 კუნთი იჭიმება და იძაბება, როცა იცინით - მხოლოდ 17 კუნთი.

მეცნიერების აზრით, სიცილი ადამიანების მიერ ევოლუციის შედეგად გამომუშავებული სოციალური რეფლექსია, როდესაც მომღიმარ ადამიანს ვხედავთ, უნებურად დადებითი განწყობა ჩვენზეც გადმოდის.

0
83
8-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0