სასმელები როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი 2013, 28 ნოემბერი, 17:28 როგორ მოვამზადოთ ცხელი შოკოლადი?
მაშინ, როცა გსურთ დაპატიჟოთ ახლობლები უბრალოდ დროის გასატარებლად, რაღაც სასიამოვნო, გემრიელი და საუცხოო სასმელი გესიამოვნებათ.
სასმელი რომელსაც სწრაფად და მარტივად მოამზადებთ.
მოსამზადებლად საჭიროა:
1ლ - რძე 200გრ - შოკოლადის ფილა 3ს/კ კარტოფილის სახამებელი 1ს/კ - კარაქი 1შეკვრა ვანილი მომზადების პროცესი: 1 ჭიქა რძეში გავხსნათ 3 სუფრის კოვზი სახამებელი კრახმალი, დარჩენილი რძე გავაცხელოთ და ჩავუშვათ ერთი ფილა შოკოლადი, როდესაც შოკოლადი გადნება დავუმატოთ რძეში გახსნილი კრახმალი, შემდეგ დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი კარაქი და ერთი შეკვრა ვანილი, შემდეგ ურიეთ სანამ არ შესქელდება. ცხელი შოკოლადი მზადაა, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. 604 8-ს მოსწონს
|