სიცოცხლე წყალივით უჩინარა,
სიყვარული პატარა კარნავალია,
რომელშიც მონაწილეობა მთავარია,
გამიგონია სიყვარული ნაზია,
გამიგონია სიყვარული პატარა აზრია,
მისი ძალა უდიდესია,
მისი ძალა უწმინდესია.
სიყვარულში ერთი წესია,
მას წესები არ უყვარს,
თავისუფლება ერთადერთია,
რაც გულს ძალიან უყვარს.
ანარქია
2012, 28 ოქტომბერი, 14:07
დავმარხე დედა და მომეჩვენა,
რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე.
დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,
ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სახეებს.
თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა
რაღაც საოცრად უხეში საფარი,
მე მოვდიოდი სასაფლაოდან
ყველაზე უფრო მიუსაფარი.
და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,
ვიყავ მჭმუნვარე და უნუგეშო,
დავმარხე დედა და თითქოს სულიც
თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.
ფეხზე ვიდექი,...
2012, 19 სექტემბერი, 11:53
შენთან ბედნიერი ვარ,
შენით მე ვტკბები,
შენ ერთადერთი ხარ,
მაგას მე ვხვდები.
მე შენ სილამაზეს შევადარებ
ერთ პატარა ვარდთან,
ისიც შენსავით ნაზია,
ისიც შენსავით ლამაზია.
შენს გვერდით ბედნიერი ვარ,
შენით მე ვსუნთქავ,
ლამაზ სიტყვებს გაჩუქებ,
ტკივილს არ მოგაკარებ,
მიყვარს ჩემი ცხოვრება,
მასში მე შენ გხედავ,
გულს შენი სიწმინდე აცვია, ...
2012, 21 ოქტომბერი, 18:01
|
|