სხვა შეუძლია თუ არა ქალს და მამაკაცს მეგობრობა? 2013, 3 ივნისი, 14:35 დღემდე პასუხგაუცემელია შეკითხვა, რომელიც მუდამ ისმი, არსებობს თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა?
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
იყო თუ არა ბალზაკი მართალი, როცა ამბობდა, რომ კაცი არასოდეს ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს მისი საყვარელი გახდეს? რა უფრო ძვირფასია ჩვენთვის, მეგობრობა თუ სიყვარული?რატომ გვეშინია, რომ რაღაც დამთავრდება ან დაიწყება? რატომაა, რომ გვიყვარდა, მაგრამ რატომღაც აღარაფერს ვგრძნობთ? დამეთანხმებით, ეს თემები ამოუწურავია.
ქალისა და კაცის მეგობრობას ბევრი უარყოფს, ბევრიც თავგამოდებით იცავს.
არსებობს მეგობრობა განსხვავებულ სქესს შორის? ქალის და მამაკაცის მეგობრობის რამდენიმე სახეობა: ის ჩემთვის დასავითაა - ფსიქოლოგთა აზრით, მეგობრობის ამ სახეობის ქვეშ იგულისხმება როგორც უფროსი და ან როგორც დედა. ასეთი რამ ხდება მაგალითად, თუ ბიჭი ინფანტილურია, გაიყინა მამაკაცური თვისებების განვითარებაში, ხოლო გოგონას პირიქით, მამაკაცური ხასიათი აქვს. მათ შორის შეიძლება აღმოცენდეს მსგავსი მეგობრობა. თუმცა, ასეთი მეგობრობა გოგოსთვის უფრო მძიმე ხვედრია, ვიდრე ბიჭისთვის.მეგობრობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის და პაწაწინა უწმინდური ზრახვანიც კი არ ახლდეს. და მაინც ქალი კაცში ყოველთვის ხედავს კაცს, და, პირიქით, მამაკაცი ქალში ხედავს ქალს.მამაკაცთან მეგობრობას, აქვს დადებითი მხარეები. მას არასოდეს შეშურდება შენი ახალი კაბა, ვერც მომატებულ 200 გრამს შენიშნავს და არ დაგცინებს. მანქანის შეკეთებაში დაგეხმარება. იგი შენი კონკურენტი არასოდეს იქნება, როდესაც პაემნების შესახებ უამბობთ, კომპეტენტურ რჩევას მოგცემთ, იმიტომ რომ კაცია და იცის რას ფიქრობენ კაცები თქვენნაირ ქალებზე. საქმიანი თანამშრომლობა - ძალიან პროდუქტიული მეგობრობაა. ხანდახან ბიზნეს-პარტნიორი შესაძლოა ქალი იყოს. ბიზნესი შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. ასევე შეიძლება მეგობრობა, თუ მათ ერთნაირი ინტერესები აქვთ. დრო ყველაზე კარგად ფილტრავს ადამიანურ ურთიერთობებს, თუ მეგობრობა ნამდვილი არ არის - დროს ვერ უძლებს და იკარგება. რაც უნდა ჭკუით ექცეოდე მეგობარს, თბილად, ნაზად და გულისხმიერებით ევლებოდე თავს, მრავალი წლის განმავლობაში ვერ მიახწევ იმას, რასაც 1 წუთში მიახწევ სიყვარულში, ერთი ლამაწი მიმიკით, ერთი პატარა გადაწყვეტილებით. უბრალოდ მეგობრობა - თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთს, საინტერესოდ ატარებთ დროს, გაქვთ სალაპარაკო თემა და სულაც არ გიქმნით უხერხულობას ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სქესის ადამიანები ბრძანდებით. თქვენი საუბრები ხშირად არა შეყვარებულებს და სექსუალურ პარტნიორებს ეხებათ, არამედ საერთოდ ცხოვრებას და საერთო ინტერესებს. თქვენ ორივეს გყავთ შეყვარებული, მაგრამ არცერთი არ ეჭვიანობთ, არც თქვენ და არც თქვენი შეყვარებულები, რადგან აშკარად ჩანს, რომ თქვენ უბრალოდ მეგობრები ხართ და არ ძვრებით ერთმანეთის პირად ცხოვრებაში, როგორც შესაძლო საყვარლები. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ ხდება. ეს ერთგული მეგობრობაა. ქალსა და კაცს შორის შეიძლება არსებობდეს ჯანსაღი, სუფთა და გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ძალიან გავს მეგობრობას, მაგრამ მე მაგას მეგობრობას არ დავარქმევდი, არავინ იცის რა დროს რა გრძნობა გაგიჩნდება მის მიმართ, დრო ბევრ რამეს ცვლის, შენ ახლობლობ, ეჩვევი, და მაგ დაახლოებაში რა მოხდება არავინ იცის. 426 14-ს მოსწონს
|