საიუველირო ნაკეთობებს თითქმის ყველა ქალბატონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სამკაულის არჩევისას გადამწყვეტი არა მისი სილამაზე, არამედ ხარისხია.
ამიტომ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ძვირფასი ქვის ხარისხიანი ბეჭდის შერჩევაში.
- სამკაულის ღირებულებას მკვვეთრად ამცირებს ე.წ. "ვარდის" ბრტყელი ჭრა. თუმცა ჭკვიანური ჩარჩო ადვილად ფარავს ამ ნიუანსს და შედეგად იღებთ ხარისხიან და ლამაზ სამკაულს ხელმისაწვდომ ფასად.
- ორეოლს ეძახიან მიმობნეულ უმცირესი ზომის ძვირფას ქვებს. ორეოლი სამკაულის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ქმნის დახვეწილ სიკაშკაშეს და ვიზუალურად ადიდებს ცენტრალურ ქვას (ასეთი არსებობის შემთხვევაში). განსხვავება იხილეთ სურათზე.
- რუხი ბრილიანტი ნაცრისფერ შეფერილობას იღებს შემადგენლობაში უცხო შენაერთების არსებობის გამო. მიუხედავად ამისა, ამგვარი ბრილიანტი კეთილშობილებასა და სიკაშკაშეს არ კარგავს, ფასი კი ხელმისაწვდომი აქვს.
- ბუნებაში ბრილიანტის სხვა შეფერილობებიც გვხვდება. თანამედროვე ტქნოლოგიები კი ბრილიანტის ნებისმიერ ფერად შეღებვის საშუალებას იძლევა.
- თუ რაიმე მიზეზის გამო, ბრილიანტის ბეჭედს არ ან ვერ ყიდულობთ, უამრავი სხვა, არანაკლებ ეფექტური ძვირფასი ქვა არსებობს.
- ძალიან ლამაზია ასევე მრგვალად გახეხილი, არაწახნაგოვანი ძვირფასი ქვები - კაბოშონები. მათ შორისაა ქარვა, მთვარის ქვა, მალაქიტი, ონიქსი და სხვა.
- ოქროს ბეჭდის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ და ერთმანეთს შეადარეთ სხვადასხვა სინჯები. ეს დაგეხმარებათ სასურველი ფერის ოქროს არჩევაში. ერთი კარატი არის შენადნობში წმინდა ძვირფასი მეტალის წილი. შენადნობში ოქროს რეალურ პროცენტს მიუთითებს "CT" ასოების წინ არსებული რიცხვი. რაც მეტია აღნიშნული რიცხვი, მით უფრო რბილია მეტალი და მეტად გამოხატულია ყვითელი ფერი. ამიტომ, მაღალი სინჯის ოქროს ნაკეთობა უფრო სქელი უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. ფეხსაცმლის 5 მოდელი, რომელიც წელს მოდაში აღარ არის - ეს ბევრმა არ იცის!
2. როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით - ეს უნდა იცოდეთ!
3. ერთადერთი ვარცხნილობა, რომელიც ყველა ქალს უხდება - გაითვალისწინეთ!
4. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ!
5. როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ყალბისგან - გაითვალისწინეთ ეს ტანსაცმლის, ჩანთისა და კოსმეტიკის შეძენისას
6. 10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!
7. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!