x
მეტი
  • 07.11.2024
  • სტატია:138107
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511845
რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!
უსიამოვნო სუნი, დერმატოლოგიური დაავადებები, ალერგია - ყოველივე ამის გამო ბევრი ადამიანი უარს ამბობს მეორადი ტანსაცმლის, ე.წ. "Second-hand"-ის გამოყენებაზე.


საინტერესოა, მართლა გვიქმნის საფრთხეს თუ არა მეორადი ტანსაცმლის გამოყენება?


ექიმი-ალერგოლოგის აზრი აღნიშნული საკითხის შესახებ შემდეგია: "წინა მფლობელები შეიძლება საერთოდ არ რეცხავდნენ ტანსაცმელს ამიტომ მეორადი სამოსი გასაყიდად გამოტანამდე გადის ქიმიურ დამუშავებას. ამ უკანასკნელის მიზანი ასევე არის ინფექციური დაავადებებისა და გადამტანი მწერების გამომწვევი ვეგეტატიური ფორმების მოსპობა. ასეთი ტანსაცმელი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იდოს საწყობში, რისთვისაც ასევე აუცილებელია სადეზინფექციო დამუშავება.


რაც შეეხება ფორმალდეჰიდს, მას ასევე შეიცავს შამპუნები და სააბაზანო საშუალებები. თუ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, შეიძლება ტანსაცმლისგან განუვითარდეს გარკვეული გაღიზიანება, რადგან ფორმალდეჰიდი ორგანიზმში ხვდება შესუნთქვისას ან კანის ზედაპირზე შეხებისას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იგი იშლება და შარდთან ერთად ან სუნთქვის პროცესში გამოდის."



image

ყოველივე აქედან, შეიძლება დავასვნათ, რომ სეკენდ-ჰენდის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელი მძაფრი უსიამოვნო სუნი აუცილებელი ქიმიური დამუშავების ნიშანია. უნდა ვუფრთხილდესთ სწორედ იმ ტანსაცმელს, რომელსაც მსგავსი სუნი არ აქვს!

თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეორადი ტანსაცმლის ჩაცმა ყიდვისთანავე, წინასწარი გარეცხვის გარეშე! რეკომენდებულია გარეცხვამდე ახლად შეძენილი მეორადი სამოსი მოვათავსოთ საყინულეში. ამით დარჩენილი ბაქტერიებიც მოისპობა.


image

იმისათვის, რომ მეორად ტანსაცმელს ქიმიური დამუშავების უსიამოვნო სუნი საბოლოოდ მოაშოროთ, დაგჭირდებათ რამდენიმე ლიტრი წყალი და 10%-იანი ნიშადურის სპირტი. მსუბუქი ტანსაცმელი (პერანგი, ბლუზი, ქვედაბოლო) რამდენიმე წუთით უნდა ჩაალობოთ წყლისა და ნიშადიურის სპირტის ნაზავში (5 ლ. წყალი + 20 მლ. ნიშადურის სპირტი). უფრო დიდი გაბარიტის მქონე ტანსაცმელს კი მეტად კონცენტრირებული (10 ლ. წყალი + 100 მლ. ნიშადურის სპირი) ნაზავი დასჭირდება და ჩალბობის ხანგრძლივობაც რამდენიმე საათით უნდა გაიზარდოს.


image


ბამბის ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელისთვის საკმარისია 30-40 წთ-ით ჩალბობა, ხოლო ბეწვეულსა და სითეტიკას 5-6- საათი სჭირდება. ამის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლის გაწურვა და სუფთა ჰაერზე გაკიდება რამდენიმე დღის მანძილზე.


ასევე გასათვალისწინებელია:


1. როგორ მოვაშოროთ ობი სააბაზანოს ფარდას - გაითვალისწინეთ, ეს ძალიან საშიშია!

image


2. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!

image


3. იცით, რომ მთელი ცხოვრება უნიტაზზე არასწორად ზიხართ? - გაფრთხილდით, ეს ძალიან საშიშია!

image


4. როგორ განვაახლოთ დახეული კედები და ბოტასები - ეს ძალიან მარტივია!

image


4. არასოდეს მიირთვათ ქათმის ეს ნაწილი! - ეს ძალიან სახიფათოა!

image




0
10330
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
10330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0