ქალი და მამაკაცი თუ ასეთი ადამიანები გყავთ გვერდით, სასწრაფოდ გაწყვიტეთ მათთან ურთიერთობა! 2018, 12 ივლისი, 11:54 ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაგვეხმარონ წარმატების მიღწევაში ან, მეორე მხრივ, გაგვინადგურონ ცხოვრება.სტატიაში განსხვავებული კატეგორის ადამიანებს წარმოგიდგენთ. ზოგიერთი ტიპი იმდენად "ტოქსიკურია", რომ მხოლოდ პრობლემის შექმნა შეუძლია თქვენთვის. იყავით ფრთხილად და დაემშვიდობეთ ნაცნობებს, თუ ისინი ასეთები არიან...11. კრიტიკოსი"ჰეი! რა ლამაზი ვარცხნილობა გაქვს. სამწუხაროდ, მე ვერასდროს მექნება ასეთი, ეს მხოლოდ შენსავით ნაოჭებიანი ხალხისთვისაა"... გეცნობათ ეს სიტუაცია?ასეთი ადამიანები სარკაზმს იყენებენ, თითქოს კომპლიმენტს გეუბნებიან, მაგრამ სინამდვილეში, გამცირებენ. მათ მათივე მანერით უნდა უპასუხოთ. დამერწმუნეთ, იმავეს მოსასმენად მზად არ იქნებიან. როცა თქვენს ძალას იგრძნობენ, კრიტიკოსები დაგტოვებენ.10. მსხვერპლიწლებია, ერთმანეთი არ გინახავთ და ამ მეგობრის ცხოვრების შესახებ არააფერი იცით. რამდენჯერაც შეხვედრა შესთავაზეთ, ამისთვის დრო არ ჰქონდა. მაგრამ უცებ გამოჩნდა: ფული არ აქვს ქირის გადასახდელად, ადგილი არ აქვს დასარჩენად ან სხვა პრობლემა აწუხებს.ასეთ ადამიანებს სინანულის გარეშე უნდა უთხრათ უარი. ისინი მხოლოდ გიყენებენ.9. პანიკიორიასეთ ადამიანებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ შექმნან პანიკა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მათ შეიძლება შეგაცდინონ და მათ გამო კარგად ვერ გააანალიზოთ სიტუაცია.თავიდან აიცილეთ ასეთი ადამიანები, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მოგზაურობას გეგმავთ. პანიკიორები დასვენების საშუალებას არ მოგცემენ.8. ფარისეველიისინი თქვენთან ყოველთვის საყვარლები ჩანან, მაგრამ ზურგს უკან გჭორავენ. ხალხი თქვენზე ვერანაირ სიმართლეს ვერ გაიგებს ასეთი "მეგობრებისგან". ისინი ყოველთვის ყველაფერს აზვიადებენ და იტყუებიან.ამ ადამიანებს, უბრალოდ, პოპულარობა სურთ. ფარისევლების ნდობა არ შეიძლება, რადგან ყოველთვის გიღალატებენ, როცა ამისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.7. ეგოისტიეგოისტები თქვენი სიყვარულითა და ყურადღებით "იკვებებიან". ისინი გიახლოვდებიან, გპირდებიან ბევრ რამეს, მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებენ. თქვენ კი ყოველთვის მზად ხართ იმისთვის, რომ მათ ასიამოვნოთ, უთმობთ საკუთარ დროს და რესურსებს.რამდენადაც შესაძლებელია, ისე სწრაფად უნდა გაიქცეთ ასეთი ეგოისტი ადამიანებისგან.. მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ და არა - თქვენ.6. აჩრდილიაჩრდილებმა თქვენი ცხოვრება დიდი ხნის წინ დატოვეს. როცა შემთხვევით ხვდებით, ისიც კი არ იცით, რაზე უნდა ისაუბროთ მათთან. თუმცა, მაინც უშვებთ თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ წარსული გენატრებათ.როცა ურთიერთობა მთავრდება, ის უნდა "გაუშვათ". ძველი ნაცნობებისგან უნდა გათავისუფლდეთ, რომ სხვა ადამიანებს შეხვდეთ და უკეთესი რამეები გამოცადოთ, ნუ იქნებით გარშემორტყმული წარსულის აჩრდილებით.5. ყბედიყურადღება! სწორედ ამ ფრაზებს იყენებენ ყბედები: "ცოტა ხანში დასასვენებლად ერთად წავალთ", "ცოტა ხანში დავქორწინდებით", "გპირდები, რომ საუკეთესო რესტორნებში წაგიყვან".თუ შეამჩნევთ, რომ ადამიანი ყველაფერს, უბრალოდ, გპირდებათ და სინამდვილეში არაფერს აკეთებს, მაშინ დროა, მას დაემშვიდობოთ.4. "მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ, ან წადი" ხალხიჩვეულებრივ, როცა რამეს არასწორად აკეთებენ, ისინი ამბობენ: "მე ასეთი ვარ და უნდა მიმიღო"! ხშირად იწყებენ კამათს, გაბრაზებისას ამტვრევენ თქვენს ნივთებს და უაზროდ ყვირიან. ისინი ხომ ასეთები არიან და, უბრალოდ, უნდა მიიღოთ.ასეთი ადამიანები ცხოვრებაში არ გჭირდებათ. თუ არ ცდილობენ, რომ ოდნავ მაინც შეიცვალონ უკეთესობისკენ, მაშინ თქვენც არ ხართ ვალდებული, მათთან დარჩეთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენც ხომ გაქვთ თქვენი თვისებები და ხასიათი!3. ბუტია ხალხიასეთ ფხუკია ხალხს თქვენი უმნიშვნელო შეცდომაც კი წლების განმავლობაში ახსოვს. ნებისმიერი სიტუაციის გამოყენება შეუძლიათ თქვენი საქციელის გასახსენებლად მას შემდეგაც კი, რაც უკვე ათასჯერ მოუხადეთ ბოდიში და გამოხატეთ სინანული ამის გამო.საბოლოოდ, გვერდით პესიმისტი ადამიანი გყავთ, რომელიც მუდამ ყველაფრისთვის დამნაშავედ გაგრძნობინებთ თავს. ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ბუტია ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ?2. შურიანიმათ შეიძლება "მოსიარულე წუწუნი" ეწოდოთ. ჰგონიათ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად უარესადაა, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ, თქვენი შურთ და მაშინაც გკიცხავენ, თუ, უბრალოდ, კარგ ხასიათზე ხართ. მათთვის ყველაფერი ემოციურ დაღლილობას უკავშირდება.გჭირდებათ ასეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? ურთიერთობამ სიხარული და ბედნიერება უნდა მოგიტანოთ. "წაშალეთ" შურიანები, რაც შეიძლება მალე.1. და ბოლოს, მატყუარა და მოღალატეეს ადამიანები თქვენს (ან სხვის) მოტყუებასა და ღალატში ვერაფერ ცუდს ვერ ხედავენ. სხვა ადამიანთან ყოფნა მათთვის "მერე რა" სიტუაციას ჰგავს. ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში, სიყვარულსა და ფიქრში აბსოლუტურად თავისუფლები არიან და სხვისი არაფერი უნდა გაითვალისწინონ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გრძნობებს და არ ადარდებთ, თუ ტკივილს გაყენებენ. შეიძლება ასეთებმა პატიებაც გთხოვონ, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ ნანობენ დანაშაულს. თუ აპატიებთ, აუცილებლად გაიმეორებენ იმავეს.თუ ადამიანი ერთხელ გიღალატებთ, ამას კიდევ გაიმეორებს. ასეთი ადამიანები არ გჭირდებათ ცხოვრებაში!ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ ვუპასუხოთ ინტერვიუს 10 ყველაზე პოპულარულ კითხვას 2. 10 სამსახური, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე 3. ადამიანები, რომლებმაც წონაში დაიკლეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს 1909 6-ს მოსწონს
|