მხატვრობა ნახატები, რომლებიც თავის რეალურ სათქმელს სიბნელეში გამოხატავენ მხოლოდ.... 2018, 11 ივლისი, 22:00 ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ვივიენ სზანისზლოს ნამუშევრები, ნამუშევრები რომელთაც გააჩნიათ ორი, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული იდეა და აზრი... იმისათვის რომ ნამუშევრის რეალურ სათქმელს ჩავწვდეთ საჭიროა, ოთახში ყველა სინათლე ჩავაქროთ... ვივიეი მხატვარია, რომელმაც 10 წლიანი შესვენების შემდეგ, სულ რაღაც ორი წლის წინ განაახლა თავისი საყვარელი საქმიანობა და არც შემცდარა, რაზეც მისი ნამუშევრები კარგად მეტყველებს. მას ყოველთვის უყვარდა ძლიერი ფერებისა და მძაფრი ემოციების ხატვა, ათ წლიანი შესვენების შემდეგ დაგანახლებულმა მუშაობამ და ახალმა სამუშაო ტექნიკამ მის ნამუშევრებში ყველა იდეის ერთდროულად გამოხატვის საშუალება მისცა. პირველად, როდესაც ვივიენმა მანათობელი საღებავი გამოსცადა გაიფიქრა: "რატომ არ უნდა იყოს ჩემი შემოქმედება ისეთივე კაშკაშა ღამით, როგორიც ის დღისითაა?... ...და ეს ტექნიკა და საღებავები საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქცია“, 116 2-ს მოსწონს
|