x
image
მადამ ფისუნია
გადარჩენილი ოცნება
imageგოგონა, რომლის ნამუშევრებიც მსურს ამ პოსტში წარმოგიდგინოთ არის ბიკი, რომელმაც ერთხელ უკვე თქვა უარი საკუთარ ოცნებაზე. მან თქვა უარი ხატვაზე რადგან მიიჩნევდა რომ მას ვერ მოუტანდა ბედნიერებას და მატერიალურ კეთილდღეობას საკუთარი შემოქმედება. ამიტომაც მისი ფუნჯები და საღებავები წლების განმავლობაში ზედა თაროებზე იმტვერებოდნენ. მაშინ, როდესაც ხელოვანი პიჯაკსა და მარალქუსლებში გამოწყობილი კარიერულ საფეხურებზე მაღლა მიიწევდა. როგორც თავად ამბობს კარიერის უმაღლეს წერტილში ყოფნისას გააცნობიერა, რომ არ იყო ბედნიერი.

არტისტი ფიქრობს რომ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანია, რადგან ზღაპრული შეგრძნება "ერთი ნახვით შეყვარებისა" მან ორჯერ განიცადა... პირველად მაშინ როდესაც საკუთარ პარტნიორს შეხვდა და მეორედ მაშინ, როდესაც ცხოველთა თავშესაფარში "ბროკოლი" (თავისი კატა) იპოვა. სწორედ ამ ორმა სიყვარულმა მისცა მას ძალა და შთაგონება საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ მიეცა ნება ხელში ფუნჯები აეღო.

ბროკოლი იყო მიტოვებული თეთრი ფისუნია ნიკაპზე ყავისფერი ლაქით, მოხრილი კუდითა და ჟელესავით სხეულით. რომელსაც ავტორი საკუტარ ტავს ამსგავსებს, იქნებ სწორედ ეს იყო ნიშანი შეჩერებისა და იმ უნარის გამოღვიძებისა რომელიც გაძლევს საშუალებას კვლავ შეიგრძნო ყვავილების სუნელი?

მხატვარი თავისი ნამუშევრებით ცდილობს გადმოსცეს მოზარდობის ფაანტაზიები და სიმშვიდე, სწორედ ის ლამაზი ემოციები, რომლებიც მისთვის მოაქვს ბროკოლის. ის ამისათვის იყენებს სხვადასხვა, შერეულ ტექნიკებს...


imageეს სწორედ ის ყუთია, რომელშიც ბროკოლი აყვანის დღეს იწვა თავის ძველ პირსახოცსა და სათამაშოსთან ერთად...

imageimageimageimageimageimageimageimage







0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0