მხატვრობა რა არის მხატვრული პერსპექტივა? 2017, 23 იანვარი, 17:45 რეალობა სამგანზომილებიანია! სიბრტყე კი, რომელზეც რეალობა უნდა გამოვსახოთ, ორგანზომილებიანი. როგორ უნდა გამოვსახოთ რეალური საგნები სიბრტყეზე ისე, როგორც სინამდვილეშია? ამისთვის იყენებენ მხატვრული პერსპექტივის კანონებს. ამით მხატვარს მისი მნიშვნელობისთვის ხაზის გასმა სურდა. მთა მის ნამუშევრებში მხოლოდ საგანი კი არა, მხატვრული სახეა, თავისი განუმეორებელი მხატვრული ხასიათით. გარდა ხაზობრივი პერსპექტივისა, მხატვრები იყენებენ ჰაეროვანი პერსპექტივის კანონებსაც: ჰაერის ფერის გამო, ახლოს და შორს მდებარე საგნები სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ჰაეროვანი პერსპექტივის თვისებები, ცნობილი იყო ანტიკური ხანიდანვე, მაგრამ მეცნიერულ დონეზე დამუშავდა ლეონარდო და ვინჩის მიერ. მის ნამუშევრებში, "მადონა კლდეებში", "ჯოკონდა" და სხვ. უკანა პლანის ფერები ჰაეროვანი პერსპექტივის გათვალისწინებითაა გადაწყვეტილი, ატმოსფერო კი მსუბუქი ნისლითაა სავსე (ასეთ ნისლს სფუმატოს უწოდებენ). 2942 2-ს მოსწონს
|