შინდისის გმირის 'შინდისფერი მერანი'
ათი წელი სრულდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან. თითოეულ ჩვენგანს უამრავი ისტორია წაგვიკითხავს ან ტელევიზიით გვინახავს სიუჟეტი შინდისის გმირებზე, მაგრამ თუ ასეთ სევდიან ისტორიას მოვისმენდი, არ მეგონა.
რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანების ერთი ჯგუფი ქალაქ ფოთში გავემგზავრეთ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლის, ალექსანდრე (საშკა) ბუხნიკაშვილის საფლავის მოსანხულებლად. ჩვენ ჯგუფში ბატონი დავით დვალიშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი და 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული მიშიკო(მიხეილ) დვალიშვილის მამა. ფოთში მისულებს ბატონმა დავითმა გვთხოვა ერთ-ერთ ტერმინალთან მივსულიყავით და მაშინ გავიგე ამ სევდიანი ისტორიის შესახებ.
ტერმინალთან მისულებს შესასვლელთან ავტომობილი ფორდ მონდეო დაგვხვდა. ავტომობილის დანახვაზე ბატონ დავითს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე. აღნიშნული ავტომობილი 2008 წლის ივლისში მიშიკო დვალიშვილს შეუძენია, რომელიც განბაჟებული არ იყო. ერთხელ მიშიკო საპატრულო პოლიციას გაუჩერებია და რადგან განბაჟების ვადა იყო გასული, მანქანა საბაჟო ტერმინალზე გადაიყვანეს. მიშკომ ტერმინალის თანამშრომლებს სთხოვა მანქანისთვის მიეხედათ, ის რამოდენიმე დღეში დაბრუნდებოდა, მანქანას განაბაჟებდა და წაიყვანდა. სამ დღეში ომი დაიწყო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განგაში გამოცხადდა და მიშიკო ბრძოლებში ჩაერთო. მიშიკო თავის თანამებრძოლებთან ერთად სოფელ შინდისში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და დარჩა შინდისფერი ფორდ მონდეო მიშიკოს გარეშე.
ბატონ დავითს არც ნერვები და არც მატერიალური საშუალება არ ჰქონდა, რომ მანქანა განებაჟებინა. წინა ხელისუფლებას სთხოვა ერთხელ დახმარება, მაგრამ უშედეგოდ და ამის შემდეგ არავინ შეუწუხებია. იმედი გვაქვს, დღევანდელი ხელისუფლება გამოიჩენს გულისხმიერებას და აღნიშნულ ავტომობილს დაუბრუნებს მიშიკოს ოჯახს.
P.S. და ბოლოს, მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო აღნიშნული ტერმინალის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ამ ხნის მანძილზე შეინახეს და მოუარეს მიშიკოს(მიხეილ) შინდისფერ მერანს.
არა... ვეცდები გავიგოთ-ეს მომწერა
დავით ახრახაძე მოხალისედ წავიდა ომში, ოჩამჩირეს რაიონში მძიმედ დაიჭრა, ერთი ქვედა კიდურის ამპუტაცია გაუკეთეს და მალევე ყავარჯნით დაუბრუნდა ბრძოლის ველს.
იმერეთის ვეტერანთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
ჩემი უფროსი მეგობარია და მე ვამაყობ ამით...