x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ბავშვებს ნუ გაუშვებთ ეზოში მარტოს! - სოციალურ ქსელებში საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება
image

ბავშვებს ნუ გაუშვებთ ეზოში მარტოს! - სოციალურ ქსელებში საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება


“ხალხნო, საშინელება ხდება მთელს საქართველოში და განსაკუთრებით კი თბილისში… უკვე რამდენიმე ისტორია ვიცი კონკრეტულად დიდ დიღომზე… ბავშვებს ნუ გაუშვებთ ეზოში მარტოს! დადიან ვიღაცეები და ფოტოებს უღებენ, ეცნობიან, ჩუქნიან კანფეტებს და ამბობენ, რომ უკვე ორი ბავშვი დაკარგულად ითვლებაო… რამდენიმე 10-11 წლის ბავშვზე იყო გატაცების მცდელობაც! გაეკიდნენ და კიდევ კარგი, მაღაზიაში შევარდნენ და გადარჩნენ. როგორც ვიცი, საქმეც არის აღძრული, მაგრამ რაიმე მსგავსი თუ მოხდა, ან ვიპოვნით ბავშვებს და ან ვერა! ისედაც ხდება უკვე წლებია, მაგრამ ძალიან გახშირდა და იტაცებენ ს


გთხოვთ, ყველანი ყურადღებით ვიყოთ! და რაიმე მსგავსს თუ შევნიშნავთ, თუნდაც არა ჩვენს შვილზე, აუცილებლად მივიღოთ საგანგებო ზომები!” – ეს ინფორმაცია ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ქალბატონმა, რომელსაც უამარავი კომენტარი და საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა… აღნიშნულ პოსტს ორი ათასზე მეტი გაზიარება და სამასზე მეტი კომენტარი აქვს…



რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
“ვაიმე დედააა…. დიდი ხანია მესმის ასეთი რაღაცეები ოღონდ სხვადასხვა ფორმით. ამიტომ დღეც და ღამეც ნუ დავტოვებთ ბავშვებს!”
“დამიჯერეთ, არ არის სისულელე! სრული სიმართლეა და ევროპაშიც ხდება მსგავსი რამ. გაფრთხილება უნდა გავითვალისწინოთ ყველამ!”
“ორგანოების გამო ხდება ეს უბედურება, რაც მთელ მსოფლიოში ტრიალებს! ასე რომ ფრთხილად! თურქეთში


ადგილი ნახეს, სადაც ბავშვები ორგანოების გარეშე იყვნენ, გადაკეცილი და დასკოჩილები ყუთებში. ღმერთმა ყველა დაიფაროს!..”
“ადრე ყვებოდნენ, თითქოს მღვდლის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი იტაცებდა ბავშვებს…”
“საბერძნეთში თუ დაიჭირეს ბავშვების ვაჭრობაზე, მგონი რუმინელები და ერთი ქართველიც ყოფილა მაგ საქმეში გარეული, არ არის გამორიცხული, საქართველოშიი ჩაიდინონ მაგდაგვარი დანაშაული… მართლა უნდა იყოს ხალხი ფხიზლად! ხომ ხედავთ როგორ ძალიან შეიცვალა ცუდისკენ ეს ცხოვრება, გადაჯიშდა ხალხი! ხშირად ერთმანეთსაც ხოცავენ! რა ჭირს ამ ხალხს არ ვიცი, რამ გადააგვარათ ასე, რომ არც ბავშვებს აღარ ინდობენ!” – ვინაიდან ასეთი სახის უამრავი კომენტარი იყო და ბევრი მშობელი დაიზაფრა, გადავწყვიტეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიგვემართა მცირე განმარტებისთვის.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ნინო ცხადაძე:


– ეს ინფორმაცია არ დასტურდება! არანაირი დაკარგული ბავშვი არ ყოფილა, მაშინ თქვან კონკრეტული შემთხვევის შესახებ. საერთოდ თქვენც იცით, რომ ბავშვების ორგანოებით გაყიდვის შესახებ ინფორმაცია არასოდეს დადასტურებულა და რაც ვრცელდება, ჩვეულებრივი ჭორაობაა – ეს ჩემი აზრია!image

1
5372
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
5372
  
2018, 28 ოქტომბერი, 16:47
ნევროზის შედეგები:
ნევროზები იწვევენ შრომისუნარიანობის და გამძლეობის დაქვეითებას. გარდა ამისა ავადმყოფთა გაღიზიანებულობა-შეუწყნარებლობა ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი ხდება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.
მკურნალობა:
ნერვოზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
0 1 1