x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„პროტესტი საწვავის ფასებს" - რუსთავის აქციის ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს

imageდღეს 20 მარტს რამდენიმე საათის წინ რუსთავში „პროტესტი საწვავის ფასების" ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს უცნობი პირები საკუთარ ეზოში, სადარბაზოს მიმდებარედ თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.


„რუსთავის ორგანიზატორს ერეკლე დოლიძეს რომელიც არის ადვოკატი თავს დაესხნენ და ჯგუფურად სცემეს !! იმის გამო რომ ის არის რუსთავის ორგანიზატორი !! ის ახლა იმყოფება რუსთავის პოლიციის 1 განყოფილებაში, არის მაგარი ნაცემი.
რუსთაველები ვინც ხართ ამ ჯგუფში ყველას გთხოვთ რომ მხარი დავუჭიროთ ერეკლეს და გვერდით დავუდგეთ" !! - აცხადებს ერთ-ერთი ჯგუფის წევრი არჩილ ბერუაშვილი image
„რუსთავში მოხდა ჯგუფური თავდასხმა ჩვენი რუსთავის ორგანიზატორზე არის ნაცემი და იმყოფება ამჟამად განყოფილებაში 21 მიკრო რაიონი 1 განყოფილება... ტელევიზიებს ველოდებით "რუსთაველებო" გამოდით და დაგვიდექით გვერდში ამბიჭმა არიგძნოს რო მარტოა და ყურადღებას არ ვაქცევთ გამოვხატოთ გვერდში დგომააა გელოდებით ყველას" - აცხადებს ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ირაკლი გოგოლაძეimage
აქციის მონაწილეები ამ ფაქტს დაკვეთილი თავდასხმას უწოდებენ ორგანიზატორების მიმართ და ამ ფაქტის ესე გულგრილად დატოვებას არ აპირებენ...
თვითონ დაზარალებული ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა, რადგან იგი პოლიციაშია დაკითხვაზე...
რამდენიმე იყვნენ ერთად, გამოვიქეცი უბანისკენ და სახეზე ხელების აფარება მოვასწარი, ძირს დავეცი და ზემოდან მირტყამდნენ არ ვიცი ზუსტად ალბათ ცხრა პიროვნებამდე იქნებოდნენ, ამ ყველაფრის დანახვაზე ეზოში მყოფები მომეშველენ და თავდამსხმელებიც გაიქცნენ, დაახლოებით 3 მანქანით იქნებოდნენ.
0
112
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0