x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
მადეირული პონჩა - მომზადების წესი და ისტორია, სასმელი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ კუნძულ მადეირაზე!
image

მადეირული პონჩის შექმნის ისტორია

მადეირაზე თუ მოხვდებით, პონჩა აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, მადეირული პონჩას თავის დროზე განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა!

ამბობენ, რომ მისი შექმნის იდეა დაკავშირებულია იდოეთთან და დიდ ბრიტანეთთან. თვითონ სახელი – პონჩა ინდური სიტყვიდან უნდა მომდინარეობდეს, გულისხმობს ყველა იმ იგრედიენტს, რაც მის მოსამზადებლად გამოიყენება – ალკოჰოლი, შაქარი, ლიმონი, წყალი და სანელებლები.


ბრიტანელებმა ეს სასმელი ჩამოიტანეს პორტუგალიაში დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნეში. ამ დროისთვის მეთევზეები ხშირად ავად ხდებოდნენ და პონჩა მათთვის განსაკუთრებული სასმელი იყო, შეიძლება ითქვას, წამლის დანიშნულება ჰქონდა. მთავარი იგრედიენტი კი ინდური სანელებლები იყო, რომელიც სწორედ ინგლისიდან მოხვდა კუნძულზე.

ასე რომ, პირველად პონჩას შექმნა დაკავშირებული იყო სამკურნალო მიზნებთან.

იმ დროისთვის მადეირა იქცა პონჩას მთავარ მწარმოებლად, რადგან შაქრის ლერწმები, სანამ ბრაზილიაშიც არ აღმოაჩინეს, სწორედ აქედან გაჰქონდათ ევროპაში და დიდი ხნის განმავლობაში მადეირა ერთადერთი მწარმოებელი იყო.

ტრადიციული პონჩა მზადდება ლიმონისა და ფორთოხლისაგან, მაგრამ მადეირაზე თუ მოხვდებით, შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ხილის პონჩაც.



image

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მადეირის პონჩას მომზადების რეცეპტს.

1 ლიტრი პონჩას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400 მილიგრამი შქრის ლერწმის ფხვნილი

200 მილიგრამი ლიმონის წვენი

200 მილიგრამი ალკოჰოლი

200/300 მილიგრამი თაფლი

100 მილიგრამი ფორთოხლის წვენი.

ყინულის ნატეხები.



image

მომზადების წესი:

ერთად უნდა მოათავსოთ შაქრის ლერწმის ფხვნილი, ლიმონის წვენი და თაფლი პატარა ჭიქაში და კარგად აურიოთ. (კუნძულზე იყენებენ სპეციალურ ჯოხს, რომელსაც კარალიოს უწოდებენ)


image



შემდეგ კი დაუმატოთ ფორთოხლის წვენი, წყალი და ალკოჰოლი, იმის მიხედვით, რამდენად ძლიერი გინდათ, გამოვიდეს პონჩა. შეგიძლიათ გაზარდოთ ალკოჰოლის კონცენტრაცია ან პირიქით, გაზარდოთ წყლის კონცენტრაცია და შეამციროთ ალკოჰოლი.




გემრიელად მიირთვით!


0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0