საზოგადოება "დამსახურებული პენსიონერები" და საქართველოს პარადოქსული სტატისტიკა 2018, 10 ივლისი, 23:46 ღამეები არ მძინავს, ხოდა ჩავუჯექი ინტერნეტს და გინდ დაიჯერეთ გინდ არა თურმე "დამსახურებული" პენსიონერებიც გვყოლია, საქართველოში 712 ყოფილი პარლამენტარია, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 4.601.157 ლარი მიიღეს (საინტერესოა რა დამსახურებისთვის, ტერიტორიები შეინარჩუნეს, ხალხის კეთლდღეობა გააუჯობესეს და ა.შ. თუ რა???) ქვეყანაში სადაც 117.790 ბავშვს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, 460.550 სოციალურად დაუცველი ადამიანია, 40.000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა.
საქართველოს პარლამენტი ქუთაისში, ხარჯი შემდეგნაირად გადანაწილდა:
ელექტროენერგია - 531 392.74 ლარი. ბუნებრივი აირი - 83 895.84 ლარი წყალი - 63 362.03 ლარი დასუფთავების მოსაკრებელი - 10 242.79 ლარი დეზინფექციის ხარჯი - 4 203.12 ლარი. პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები ასე გადანაწილდა: კომუნალური ხარჯი - 1 018 962 ლარი სამეურნეო საქონლის შეძენის ხარჯი - 28 000 ლარი სათანადო მომსახურების (დამხმარე პერსონალის) ხარჯი - 325 025 ლარი შენობა-ნაგებობების სარემონტო ხარჯი - 187 184 ლარი ( ''ეს ოფიციალური მონაცემებია" ) ამ ყველაფერს დაამატეთ პარლამენტარების, მინისტრების, ჩინოვნიკების ხელფასები + პრემიები =???,???,???,???,??? P.S. ამოიღეთ ეს ციფრები, შეკრიფეთ და გადაანაწილეთ საქარათველოში დარჩენილ... ეხ...სულ რაღაც 3 მილიონიც აღარ ვართ უკვე მგონი გაწყდა ხალხი "- წერს ბადრი ბაიდოშვილი 89 შეფასება არ არის
|