საზოგადოება თენგიზ მუშკუდიანის გახსენება ფილმ "აბეზარაზე" 11 იანვარი, 14:38 ![]() “მახსოვს, შემოდგომა იყო. ოპერის შენობიდან გამოვედით მე, ბათუ კრავეიშვილი და ზურაბ ანჯაფარიძე. რუსთაველის პროსპექტს გამოვუყევით. თეატრალური ინსტიტუტის ქვემოთ კინოთეატრი “სპარტაკი" იყო, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.. ერთ გოგონას ვკითხე, რა ხდება-მეთქი? - ახალი ფილმი გამოვიდა, “აბეზარა" და პრემიერააო, - გვიპასუხა. წარმოიდგინეთ, ჩემი საქმით ისე ვიყავი დაკავებული, ფილმის არსებობაც კი არ მახსოვდა..
ზ.ანჯაფარიძე ცოტა“შეჩვენებული" კაცი იყო, ოხუნჯობა უყვარდა.. გვეუბნებოდა, წამო, იქით გავიაროთო. მე კიდევ, მორცხვი ვიყავი და იქ გავლა მაინცდამაინც არ მინდოდა, მაგრამ ზურიკოსთან რას გავაწყობდი!..
ხალხს რომ მივუახლოვდით, ჩამჭიდა ხელი და ატეხა ყვირილი: შეხედეთ,
“აბეზარაში" მთავარ როლს რომ ასრულებს, ის კაციაო! კინაღამ დავიწვი სირცხვილით. ძლივს გავაშვებინე ხელი, სასწრაფოდ გადავჭერი ქუჩა და მივიმალე.." - /თენგიზ მუშკუდიანი/
87 შეფასება არ არის
|