x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ელდარ შენგელაიას გახსენება ფილმ "ცისფერ მთებზე" და სესილია თაყაიშვილზე

image
“ცისფერი მთების" სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი შინ.



- დეიდა სესილია, აი, სცენარი, მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა, გაეცნოთ და...
- ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, გაიგეთ, არ შემიძლია.
ცოტა ვიეშმაკე და ვუთხარი:
- იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
- რომელი რედაქტორი მე ვარ, მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, - მომახალა.
ფარხმალი არ დავყარე, როგორც იქნა, დავითანხმე და მეორე დღეს დავურეკე:
- ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
- წავიკითხე. მოდი და რაღაცას გეტყვი.
იმწამსვე გავიქეცი, კარი თავად გამიღო და რას ვხედავ - საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია, ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს. ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს.
- აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს, - მითხრა.
- დეიდა სესილია, აგერ არ ხარ? - შევაპარე.
- არა, არა, მე არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა, მე უკვე იმ ასაკის ვარ...
- ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს - ვუთხარი.
- მეც მაქანავებს - შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს, დავითანხმე:
- კარგი, მაგრამ იჩქარე, იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადაღებებზე საავადმყოფოდან მოგვყავდა. მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა. ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა".-იხსენებს ელდარ შენგელაია
\
1
119
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
119
  
17 იანვარი, 18:11
სესილია თაყაიშვილი ერთერთი გამოჩენილი ფიგურა იყო 80-იანი წლის მსახიობებიდან. დიდი მადლობა მასზე საინტერესო სტატიისთვის
0 1 1