x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ემიგრანტო "დედებო", გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!
წარმოგიდგენთ ძალიან ემოციურ წერილს, რომელსაც შემთხვევით სოციალურ ქსელში წავაწყდი. გული ძალიან დამწყდა და მინდა ეს წერილი წაიკითხოს ყველამ.


წარმოგიდგენთ უცვლელად...


--დედაჩემი ჩამოდის ამ თვის ბოლოს. თხუთმეტი წელი ემიგრანტია, დაიღალა სხვის ოჯახში ცხოვრებით, მოსამხახურედ მუშაობით, ჩვენგან შორს ყოფნით, რამდენი ტკივილი და ტანჯვა ექნება ატანილი ვინ მოთვლის, ავად ყოფილა ვერ ვარ კარგადო მითხრა აქ ექიმები არ აირან კარგები ჩამოვალ მაქ ვიმკურნალებო, ჩამოვიდეს ცოდოა ამდენი წელი ჩვენგან შორს ყოფნით, მამაც გაიხარებს მისი მოსვლით და ბავშვებიც გაიცნობენ ბებოს რომელიც სულ საჩუქრებს უგზავნის.

---ნეტა რატომ გიხარია ასე მისი ჩამოსვლა, ვერ ხვდები მისი დაბრუნებით აქ ჩვენ რა გველის? ვერ ხვდები რომ ისე არ გვექნება როგოც ახლა გვაქვს, სულ რომ თამაშობ და აგებ ვინ გიხდის ფულს ვინ გიგზავნის? რა გეშველება შემდეგ რა?სულაც არ იქნება მიზეზი მისი ავადმყოფობა ეს უბრალოდ საბაბია თორე არასოდეს უთქვამ რამე თუ აწუხებდა, რავიცი ფოტოებში მშვენივრად გამოიყურება რა ეტყობა ავადმყოფობის. ახლა მოდის როცა ყველაზე მეტად გვჭირდება დამეზარდა ეს ბავშვები და ჩამოსულიყო შემდეგ, როგორ ივლი იმ დედაშენის ნაყიდი მანქანით ის თუ აქ იქნება ვინ მოგცემს ბენზინის ფულს ვინ? დააყენე ეზოში და უყურე ნივთია მაინც. მე ავდგები და წავალ დედაჩემთან ეს არ მყოფნიდა მამაშენი სახლში ახლა ის უნდა დამემატოს ან ხომ შეიძლება მოგვცეს ის ბინა მის სახელზე რომ აქვს გაფორმებული თავისთვის ნაყიდი ჩვენ წავიდეთ ქალაქში ვიცხოვროთ და ის იყოს აქ მის ქმართან ერთად მეც კარგად ვიქნები და ესენიც.



image


---არ გავიგო დედა რომ ჩამოვა მას რაიმე აწყენინო, ზედმეტი უთხრა სიტყვა! არ დაგავიწყდეს თან რომ გყვება მის გოგოს არ უგზავნის ისე როგორც შენ. ნუ იქნები უმადური.


- მე არაფერი მავიწყდება და არც შენსავით მოვირგებ სირაქლემას როლს.




-მამა დედა ჩამოდის გესმის დედა! მოხუცს თვალები აუცრემლდა და აკანკალებული ხმით იკითხა: -- როდის? თვის ბოლოს აქ იქნება და გაიხარებ მამჩემო. ---ეხ შვილო გავიმეტე ყველაფრისთვის გავიმეტე მე ის. ტკივილისთვის, ტანჯვისთვის, უძილო ღამეებისთვის, სხვის ოჯახში მოსამსახურედ მუშაობისთვის მე არ ვარ ღირსი მისი.მე არ ვარ ღირსი მერქვას მისი ქმარი. გაჭირვებამ მაიძულა ასე მოვქცეულიყავი შვილო შენ და შენს და ძმას უკეთესი ცხოვრება რომ გქონოდთ ყველაფრისთვის გავწირე ის. თხუთმეტი წელი ცოტა დრო ხომ არ არის შვილებისგან შორს ყოფნა. მოვაშორე მის დედ-მამას რომელიც უკვე არ არიან, ისე წავდნენ ამ ქვეყნიდან მათმა ერთადერთმა შვილმა ვერ დაიტირა ვერცერთი, ჩემი ბრალია ეს ყველაფერ. მე ვერ გამოვდექი კაცად ვერ შევძელი ოჯახის რჩენა და ჩემმა ცოლმა იტვირთა ეს ყველაფერი თავზე. არასოდეს დაუწუწუნია და უსაყვედურია ჩემთვის. ყოველთვის მხნედ და კარგად გამოიყურება. რომ ვესაუბრები თვალებში ეტყობა თუ რა სევდას და ტკივილს დაატარებს. არასოდეს ეტყვის ვინმეს როცა ტკივა და წუხს. პირიქრთ აქეთ ეხმარება ყველას ძლიერი და თავმოყვარე ქალია დედაშენი შვილო. ამიტომ შემიყვარდა და გახდა ჩემი შვილები დედა. მისი მტკიცე ხასიათების გამო, არც სილამაზე აკლდა ოხ ისეთი ლამაზი იყო რომ არ მომეტაცა სხვა მომტაცებდა მის თავს.


image


თხუტმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ხალში, იმ სახლში სადაც ახალგაზრდობა, სამი სკოლის მოსწავლე შვილი და ჯანღონით სავსე ქმარი დატოვა. ეზო რომელსაც მისი ხელი ეტყობოდა ყოველ კუთხე კუნჭულს, უამრავი ლამაზი ყვავილი იყო მოფენილი ირგვლილ. დილით მზის ამოსვლამდე რწყავდა, ბალახს არ უჩერებდა ძირში ყვავილები არ დაზიანდესო. თხუთმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა და უკვე ყველაფერი სხვა დახვდა არც ეზო გავდა იმ ეზოს რაც დატოვა, არც შვილები იყო ისე პატარები დედა ტირილით რომ გააცილეს სახლიდან, უკვე დაზრდილები დაოჯახებულები, მეუღლე ასაკში შესული და ცრემლიანი თავლებით შემყურე, აკანკალებული ხმით. ---დაბრუნდი? გულში იკრავს წლების უნახავ ცოლს და მამაკაცური თავმოყვარეობაც კი ვერ მოერია თავისით მოდის ცრემლები თვალებიდან, შვილიშვილები შორიდან ნაცნობ ბებოს ეხვევიან თან ჩემოდისკენ გაურბით პატარა თვალები ნეტა რა ჩამოგვიტანა ბებომ. რძალს დიდად არ გახარებია დედამთილის დაბრუნება და უკვე იმის ფიქრი აწუხებს ნეტავ არ დარჩებოდეს მალე წავიდოდეს აქედან. ნაძალადევი ღიმილით იღიმება.


ეხ როგორ გაუმხილო ჩემ ქმარს რამ მაიძულა ჩამოსვლა, როგორ ვატკინო ეს ბებერი გული, როგორ ვუთხრა ჩემი დღეები დათვლილი რომ არის, ნეტა არ გამწირავდეს უფალი და მაჩუქებდეს კიდევ სიცოცხლეს ცოტა ხნით. დამატკბობდეს ამათი ყურებით, არ მოუკლავდე გულს ჩემს ქმარს და შვილებს. არა არა ჯერ ვერაფერს ვეტყვი გავიდეს ცოტა დრო და წავალ ექიმთან იქნებ და არაფერი მჭირს საგანგაშო იქნებ და ცრუ დიაგნოზი დამისვეს იქ წუხილით ამ ბოლოს არაფერი მაწუხებს ტყუილად რად ვანერვუილო ესენი. დედის ჩამოსვლამ შვილზე იმოქმედა კარგად. თამაშს თავი დაანება და მუშაობაც დაიწყო. რძალიც არ ჩანდა უკმაყოფილო. დედამთილს ჯერ კიდევ ჰქონდა დანაზოგი თანხა და შვილის ჩუმად აძლევდა რძალს. ახალგაზრდა გოგო ხარ შვილო გქონდეს დაგჭირდება გამოიყენე ეტყოდა. მოხუცი ყველაზე ბედნიერი იყო ცოლის შინ დაბრუნებით სულ იმას ცდილობდა რით გაეხარებინა თავისი მონატრებული მეუღლე.


image


დილით ყველაზე ადრე უნდა ამდგარიყო მოეხედა ოჯახში და მერე დგებოდნენ დანარჩენები. ისე გადიდოა დღეები ოჯახის საქმეებში სულ გადაავიწყდა თავისი ავადმყოფობა. ერთ დილას კი ყველა ადგა დილით. დედა რომელიც სულ რაღაც სამი თვის დაბრუნებული იყო თავის სახლში უგონოდ იპოვა მეულემ საწოლში. მისი ღრიალი ესმოდა მთელ სოფელს. წერილი უპოვეს სადაც სულ რაღაც ორი წინადადება ეწერა. მაპატიეთ ვერ შევძელი მეთქვა თქვენთვის ჩემი ავადმყოფობა. მიყვარხარ ჩემო მოხუცო ქმარო...












იხილეთ ასევე:


1. სამაშველო გემზე ქმარი ავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა - ერთი შეხედვით ნუ განსჯით ადამიანებს!

2. ერთი უბრალო ტაქსის მძღოლის ისტორია - გულგრილს არ დაგტოვებთ!

3. ობოლს იშვილებენ... და მიხვდებიან, რომ...

4. “ახლა გამოდით რომელიმე და მითხარით, რომ ნარკოდამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ, ” – ხათუნა პაიჭაძე

5. ინციდენტი ისანში - ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

6. "ნომერ 55 -ე სამარშუტო ტაქსის უპატიოსნესი პიროვნება" - სიკეთე გადამდებია!

7. „ხურდას თვლიდა… გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო” – რა მოხდა უბნის „მარკეტში”?

0
197
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0