x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
10 მწერი, რომელსაც უნდა იცნობდეთ-ისინი საშიშები არიან !
ჩვენ გარშემო უამრავი მწერია, მათი გარჩევა კი საკმაოდ რთულია. უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი სახეობა ძალიან საშიშია, თუმცა გარეგნულად უვნებელს ჰგავს და პირიქით. ამიტომ, სასურველია მათ შესახებ ვიყოთ ინფორმირებული, რადგან მოგზაურობა უსაფრთხო გავხადოთ.imageგრძელფეხა კოღო




გრძელფეხა, დიდი ზომის კოღოს ხალხი მალარიულ მწერს უწოდებს, თუმცა ის საშიში არაა და არანაირი კავშირი არ აქვს ამ სახეობასთან.
მალარიული კოღო მცირე ზომისაა და მრავალი შეფერილობის. ეს სახეობა ნამდვილად საშიშია, რადგან ადამიანზე პარაზიტების გადამტანია.


ყურბელა


ლეგენდის თანახმად, ამ მწერს ადამიანის ყურში შესვლა უყვარს. თუმცა, არ ესხმის თავს არც სხვა მწერს და არც ადამიანს.

აფრიკული მრავალფეხა

აფრიკული მრავალფეხა აბსოლუტურად უვნებელი მწერია, რომელიც შეგიძლიათ სახლშიც გყავდეთ. ის იზრდება დაახლოებით 30 სმ-ს და იკვებება უკვე მკვდარი მცენარეებით. მაგრამ, ერთი ფაქტი უნდა აღვნინოთ, ეს მწერები მშიშრები არიან და ამ დროს გამოყოფენ სითხეს, რომელმაც შეიძლება ცოტა გაღიზიანება გამოიწვიოს კანზე.

სოლპუგა

სოლპუგას შესახებაც არასწორი მოსაზრებები არსებობს. მას ასევე ეძახიან აქლემის ობობას. არსებობს მოსაზრება, თითქოს ის ცხოველის მუცელში ძვრება და იქ ბინას იდებს, მაგრამ ეს მხოლოდ მითია. ის იზრდება 12სმ, დარბის 16 კმ/სთ . ისინი მხოლოდ თავდაცვის მიზნით თუ გიკბენენ, სხვა შემთხვევაში, არა. მათი ყველაზე დიდი მსხვერპლი ხვლიკია.

გოლიათი ტარანტულა

ყველაზე დიდი ობობა მსოფლიოში ძალიან საშიშად გამოიყურება. ის ადამიანისთვის საშიში არაა. მისი შხამი საკმარისია მხოლოდ პატარა ზომის ცხოველების პარალიზებისთის, ხვლიკი, ჩიტი და ა.შ.

ყავისფერი ობობა

ეს მწერი რეალურად საშიშია ადამიანისთვის. ძირითადად გავრცელებულია აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში . ის არ ესხმის თავს ადამიანს, მაგრამ ძვრება ტანსაცმელში და შესაძლოა ამ დროს გიკბინოთ. მისი ნაკბენი თავიდან არ იწვევს ტკივილს, ხოლო შემდეგ შხამის რაოდენობიდან გამომდინარე, ვლინდება ქსოვილის ნეკროზის სიმპტომები. ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის ობობა სასიკვდილოდ საშისია.


ბუზი ცეცე

აფრიკული ბუზი ცეცე ცნობილია, როგორც საშიში მწერი. როგორც მალარიული ბუზები, ისიც პარაზიტების გადამტანია ადამიანზე. ის ყველა მოძრავ არსებას ესხმის თავს. თუ იცით, რომ სადაც მიდიხართ, იქ აუცილებლად იქნება ბუზი ცეცე, მაშინ წასვლამდე გაიკეთეთ პენტამიდინის ვაქცინა.

ბაღლინჯო

ის არა მარტო მწარედ იკბინება, არამედ არის პარაზიტების გადამტანიც. მისგან გამოწვეული პრობლემებით 50 000 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად. გავრცელებულია აშშ-ში. თუ მაინც გიკბინათ ამ მწერმა, არ შეეხოთ ნაკბენს(ქავილის დროს).

წითელი ცეცხლისებრი ჭიანჭველები

მისი ნაკბენი ცეცხლის მსგავს ტკივილს იწვევს. მისი ნაკბენი იწვევს ალერგიას. გავრცელებულია თბილ ქვეყნებში. მაგრამ შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას შევხვდეთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააბიჯოთ, ისინი ამ დროს სპეციალურ სუნს გამოყოფენ, რაც სხვებს აფრთხილებს საშიშროების შესახებ და ისინიც თავს ესხმიან ადამიანს. კბენის შემთხვევაში მიიღეთ ანტისეპტიკური საშუალებები და ჩამოიბანეთ ნაკბენი.

აზიური ჰორნეტი

მისი ნაკბენი ძალიან მტკივნეულია, ამიტომ ადარებენ ვეფხვის ნაკბენს. ტოკსიკურობის გამო იწვევს ალერგიულ რეაქციას. ერთი ნაკბენისგან შეიძლება მოკვდეს ის ადამიანი, ვინც ალერგიულია. ხოლო, რამდენიმე ნაკბენი კლავს ჯანმრთელ ადამიანსაც. დღის განმავლობაში, ის კლავს 40 მსხვერპლს. გავრცელებულია იაპონიაში, ჩინეთში, ნეპალში, კორეაში, ინდოეთსა და რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ მიზეზის გარეშე მწერი არ გესხმით თავს. არ უნდა მიუახლოვდეთ მათ ბუდეს. მთავარია, მათ მოერიდოთ, ნაკბენის შემთხვევაში დაიდეთ შაქრის კომპრესები და დალიეთ ანტიალერგიული წამალი.







0
874
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
874
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0