სხვა იმისათვის რომ საიუველირო ნაკეთობები ახალივით ბრწყინავდეს ეს უნდა გააკეთოთ 2020, 22 იანვარი, 16:34 დროთა განმავლობაში საუველირო ნაკეთობები შავდება და ახლის იერს კარგავს. ბზინვარების გარეშე მათ სილამაზეც ეკარგება ამიტომ იზრუნეთ, რომ ისინი ახალივით გამოიყურებოდეს.
ამისათვის დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი მარილი. 1 სუფრის სოდა. ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 სუფრის კოვზი. 1 ჭიქა წყალი. 1 ცალი ალუმინის ფოლგა. დასუფთავების ეტაპები: გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში წყალი 1 ან 2 წუთის განმავლობაში. მოჭერით ალუმინის ფოლგა და მოათავსეთ იგი პატარა თასის ან ჭიქის ძირში. ჩაასხით ცხელი წყალი თასში. დაამატეთ მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი სითხე. ჩადეთ სამკაულები ფოლგაზე და დატოვეთ 5-10 წუთის განმავლობაში. გარეცხეთ შემდეგ ცივ წყალში და რბილი ქსოვილის სასუალებით გაამშრალეთ. ისინი ახალივით იბრწყინებს. იხილეთ ვიდეო: 1429 3-ს მოსწონს
|