სხვა მარილის გამოყენების 10 საოცარი ხერხი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ 2018, 21 მაისი, 19:15 მარილის მოპოვება დაახლოებით, 4-5 ათასი წლის წინ დაიწყეს ადამიანებმა. ის შეუცვლელი ნივთიერებაა ჩვენს ცხოვრებაში. ეს ძვირფასი მინერალი გამოიყენება საკვებში, თუმცა მას კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. ამის შესახებ მოგიყვებით ქვემოთ და გაგაცნობთ მარილის გამოყენების 10 ხერხს.
1. ყველს, რომ ობი არ მოეკიდოს... ამისათვის გაახვიეთ მარილიან წყალში დასველებულ, სუფთა ქსოვილში ყველი. ამგვარად, ის კიდევ 2 დღით შეინარჩუნებს ვარგისიანობას. 2. მოაშორეთ ცხიმი ჭუჭყიანი თუჯის ჭურჭელსაიღეთ 1 ჭიქა მარილი და მოაყარეთ ცხიმიან ჭურჭელზე, შემდეგ მშრალი ქსოვილით (სამზარეულოს პირსახოცით) მოხეხეთ ცხიმიანი ადგილები, სანამ არ გასუფთავდება. ასე, ჭურჭელს ახლებურ იერს შეძენთ. 3.მოაშორეთ ლაქები ხის საჭრელ დაფას მოაყარეთ დაფაზე მარილი და შემდეგ შუაზე გაჭრილი ლიმონის დახმარებით დაიტანეთ მთელ დაფაზე. აცადეთ, რომ ამ ნაზავით კარგად შესველდეს დაფა, ხოლო შემდეგ გამდინარე წყლით ჩამორეცხეთ. 4. მოაშორეთ ნადები ვაზას გამწვანებული ნადები შეგიძლიათ მარილით მოაშოროთ. მოათავსეთ მარილის დიდი რაოდენობის მქონე წყალი ვაზაში. კარგად შეანჟღრიეთ და გამორეცხეთ უხვი რაოდენობის წყლით. 5. შეგიძლიათ გაიკეთოთ სკრაბი სახლში სკრაბის მოსამზადებლად აიღეთ, მარილი და და ზეთი 1: 2 თანაფარდობით, აურიეთ და დაიტანეთ სახეზე წრიული მოძრაობებით. სასურველია იყოს თბილი. ბოლოს დაიბანეთ და სახის კარგი მკვებავი წაისვით. 6. გარეცხეთ კაფელებს შორის ადგილები შეურიეთ 1/2 ჭიქა მარილი (უმჯობესია ძლიერი), 4 ლიტრ თბილ წყალში და დაამატეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ამ ხსნარით მთლიანი ზედაპირის გასუფთავებასთან ერთად შეგიძლიათ ფირფიტებს შორის ნაპრალების გაწმენდაც. 7.ფეხებისთვის აბაზანის მომზადება1-2 ჭიქა მარილი ჩაყარეთ მცირე რაოდენობის თბილ წყალში, მოათავსეთ ფეხები მასში. 8. მოაშორეთ ჩაის ლაქები ფინჯანს აიღეთ 1ჩ/კ მარილი და 1ჩ/კ ძმარი, მოათავსეთ დალაქავებულ ჭიქაში 2 საათით, შემდეგ გარეცხეთ. 9. ყავის სიმწარე, რომ გაქრეს იმისათვის, რომ შეიგრძნოთ ყავის არომატი და სიმწარე მოაშოროთ, უკვე მომზადებულ ყავაში მწიკვი მარილი ჩაყარეთ. 10. გაათეთრეთ ქსოვილი შეურიეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და 1/4 ჭიქა საკვები სოდა. მდუღარე წყალში მოათავსეთ ეს ნარევი და შეინახეთ ყვითელი ქსოვილი ამ ხსნარში 1 საათის განმავლობაში ისე, რომ წყალი არ გაგრილდეს. რჩევა N 11, აუცილებლად გააზიარეთ თქვენს მეგობრობთან :) 341 4-ს მოსწონს
|