სიახლეები მეცნიერებმა დიაბეტის კიდევ ერთი მიზეზი აღმოაჩინეს 2018, 4 ივლისი, 16:01 შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ. ეს დასკვნა გააკეთეს ვაშინგტონის სენტ-ლუისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. მეცნიერთა კვლევის მიხედვით, პაციენტთა რიცხვი იზრდება ჰაერის თუნდაც მინიმალური დაბინძურებით. ამის შესახებ განაცხადა უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელმა, ზიად ალ ალიმ. მვლევარები ამ ჰიპოთეზას ამტკიცებენ შთამბეჭდავი ციფრებით. დიაბეტიკთა რაოდენობა ყოველწლიურად 3.2 მლნ-ით იზრდება. ეს უკვე აღწერილ პაციენტთა დაახლოებით 14% შეადგენს. უფრო ადრე თავისუფალი პრესა აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ მეორე ტიპის დაავადების, ანუ ინსულინდამოკიდებულების წარმოქმნის შესაძლებლობა დამოკიდებულია ვიტამინი D-ს დონეზე ორგანიზმში. მკვლევარებმა განალიზეს ექსპერიმენტში მონაწილე 903 ადამიანის მონაცემები. ყველა პაციენტს ჩაუტარდა ორი სამედიცინო გამოკვლევა. ექიმების დიაგნოსტიკიდან თითქმის 10 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში 47 ადამიანს ჩამოუყალიბდა დიაბეტი, ხოლო 337 ადამიანს აღმოაჩნდა დიაბეტის წინა მდგომარეობა . ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ადმაიანს აერთიანებდა ერთი რამ - ორგანიზმში ვიტამინ D-ს ნაკლებობა. 85 შეფასება არ არის
|