x
image
თამილა გურაშვილი
როგორ დავაღწიოთ თავი გაცივების სიმპტომებს მხოლოდ ერთ დღეში
image



შემოდგომა და ზამთარი გაცივების სეზონად ითვლება. სეზონზე ვირუსებითა და ბაქტერიებით მასობრივი ინფექცია რამდენიმე მიზეზის გამო ხდება: ჰაერის ტემპერატურა მცირდება, რაც გადაციებას იწვევს. ტენიანობა იზრდება, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საკმარისად თბილია და ამ პირობებში ვირუსები და ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან.


ექიმებმა გვირჩიეს, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ ერთ დღეში გაცივების სიმპტომების მოშორება. ამაში სამი ეფექტური რჩევა დაგეხმარებათ:


1. ყავასა და ჩაიზე უარი უნდა თქვათ კოფეინის გამო, რომელიც გვხვდება როგორც ყავაში, ასევე ჩაის შემადგენლობაში. კოფეინის გამო ხდება სითხის ორგანიზმიდან გამოდევნა გაცილებით სწრაფად, ვიდრე, წყალის ან ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენის დალევისას.



დაავადების პერიოდში შარდმდენის მოქმედების გამო, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია, რის გამოც ავადმყოფი კიდევ უფრო მეტ სისუსტეს და ტკივილს იგრძნობს.


ექიმისგან რეკომენდებულია ყავისგან თავის შეკავება გაცივების შემთხვევაში, როცა სხეულის ტემპერატურა 37.7 გრადუსია და თანდათანობით აგრძელებს მაღლა აწევას. ამ მდგომარეობაში, დატვირთვა ხდება მთელ სხეულზე, განსაკუთრებით გულსა და სისხლძარღვებზე.

მცირე ზომის ფინჯანმა ყავამაც კი, შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, ან ტკივილი გულმკერდის არეში.


2. გაუფრთხილდით ცხვირს- გაცივების პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე, შეეცადეთ სახლში დარჩეთ უფრო ეფექტური მკურნალობისთვის. თუ ნამდვილად სასიცოცხლოდ გჭირდებათ საქმეზე წასვლა, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენს ცხვირზე. ის უნდა იყოს თბილად, ისე, რომ ანტისხეულები ადვილად შეეწინააღმდეგონ ვირუსებს. ასევე, სახლიდან გასვლისას, თან გქონდეთ დამატენიანებელი სპრეი.


3. არ მიიღოთ ძალიან ბევრი წამალი- გაცივების პირველ დღეს, ექიმები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ არაფერი პარაცეტამოლის და იბუპროფენის გარდა. ესენიც, თუ საჭიროება მოითხოვს, მხოლოდ მაშინ მიიღეთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია იბუპროფენის მიღება ღამით - ამ პრეპარატის წყალობით, ძილი უფრო ძლიერი იქნება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა მინიმუმ რვა საათის განმავლობაში ძილი, რათა იმუნიტეტი განვითარდეს საჭირო რაოდენობით.

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0