სიახლეები მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივი გამოყენება ადამიანისთვის სასიკვდილოა 2018, 26 ნოემბერი, 15:37 ზესუმზირის ზეთის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ღვიძლის სერიოზულ პრობლემებს. ეს დასკვნა გააკეთეს ესპანეთის Granada-ს უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ორივე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მედიცინაპრესის ვებ-გვერდზე. კვლევა ჩატარდა ვირთაგვებზე. ისინი დაიყვნენ სამ ჯგუფად. ერთნი ღებულობდნენ ზეითუნის ზეთს, მეორენი – მზესუმზირის ზეთს და მესამე ჯგუფი – თევზის ქონს. ექსპერტები აკვირდებოდნენ ცხოველების ღვიძლის მდგომარეობას ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით ულტრასტრუქტურული ცვლილებების შესასწავლად. მათ ასევე შეაფასეს ქრომოსომების ბოლო მონაკვეთების სიგრძე (ტელმეტრები). აღმოჩნდა, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენებამ ჯანმრთლობის არავითარი უარყოფითი შედეგი არ გამოიწვია. მზესუმზირის ზეთის მიღებამ გამოიწვია ფიბროზული კვანძების გაჩენა ვირთხებში, ასევე ღვიძლის შეუქცევადი ცვლილებები.- წერს URA.RU არანაკლები პრობლემები შექმნა თევზის ზეთის მიღებამ. მან გაზარდა ვირთხებში ქრომოსების ტელმეტრების სიგრძე და ასევე სხვადასხვა ჟანგვითი პროცესების გაზრდა გამოიწვია. ამდენად, დადგენილია, რომ მზესუმზირის და თევზის ქონის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ციროზის და ღვიძლის კიბოს რისკს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა ხელს შეუწყობს, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერიოზული ორგანოს დაავადებებისგან თავიდან აცილებასა და მკურნალობაში. 231 შეფასება არ არის
|