x
image
მოზამბიკელი
6 მნიშვნელოვანი ჰორმონი ქალის ცხოვრებაში- ეს უნდა იცოდეთ!
ჰორმონები ერთ-ერთი მთავარია, რაც გავლენას ახდეს ქალის განწყობასა და ჯანმრთელობაზე. მედიკოსები ამბობენ, რომ ჰორმონების კონტროლით შესაძლებელია ახალგაზრდობის გახანგრძლივება. ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ბუნებრივი მექანიზმები, რომელიც არეგულირებს ჰორმონალურ ფონს.

image

ქალის განწყობა და ჯანმრთელობა დიდწილად დაკავშირებულია ჰორმონების დონეზე სისხლში.


არსებობს 6 მნიშნვნელოვანი ჰორმონი, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხზე და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ:



1.ენდორფინი

2.ლეპტინი

3.გრელინი

4.დოპამინი

5.ოქსიტოცინი

6.ტესტოსტერონი


ენდორფინი


ეს არის ბედნიერების, დადებითი ემოციების: სიცილის, სიხარულის, სიყვარულის, ვნების, მადლიერების გრძნობის შედეგად წარმოქმნილი ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანში განწყობის გაუმჯობესებას, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. ამ ჰორმონს შეძულია ტკივილის გრძნობის შემსუბუქებაც კი.


რჩევა: მოაწყვეთ არომათერაპიის სეანსი


სურნელოვანი პიტნის ეთერზეთის ინჰალაცია არა მარტო სიმშვიდეს გვმატებს, არამედ გვაძლევს სიხარულის შეგრძნებასაც. საქმე იმაშია, რომ შესუნთქვის დროს პიტნის ეთერზეთი ასტიმულირებს ცხვირის ნერვულ რეცეპტორებს და უგზავნის ტვინს სიგნალს ენდორფინების სეკრეციის ზრდის შესახებ. შესაბამისად, იზრდება განწყობა და სიცოცხლის უნარიანობა.


ლეპტინი და გრელინი


ლეპტინი- ეს არის მადის დამარეგულირებელი ჰორმონი, რომელსაც აწარმოებს ცხიმოვანი ქსოვილი. რაც უფრო მაღალია ორგანიზმში ლეპტინის დონე, მით უფრო ნაკლებია მადა, მაგრამ როცა მისი ბალანსი ირღვევა, მაშინ ყველაფერი პირიქით ხდება.


გრელინი- სიგნალს აძლევს ტვინს შიმშილის განვითარებაზე, როდესაც კუჭი სრულიად ცარიელია, მაშინ ხდება ჰორმონ გრელინის გამომუშავება. ეს ჰორმონი არის სხეულის მასის მარეგულირებელი.


რჩევა: თუ ღამით 7 საათზე ნაკლები გძინავთ, ორგანიზმში გრელინის დონე იზრდება, ხოლო ლეპტინის დონე კი მცირდება. ასე, რომ ცხიმის დაგროვება, მხოლოდ დროის საკითხია. ამიტომ პირველ რიგში მოაწესრიგეთ თქვენი ძილის რეჟიმი.


დოპამინი


დოპამინს აქვს მეორე სახელიც - მეხსიერების ჰორმონი. მის გამომუშავებაზე პასუხისმგებელია ტვინი. დოპამინის დონე გავლენას ახდენს თქვენს მოქმედებაზე, კონცეტრაციაზე და ინფორმაციის დიდხანს დამახსოვრებაზე.


რჩევა: მოუსმინეთ მუსიკას


თქვენი საყვარელი მუსიკის მოსმენა დადებითად მოქმედებს არა მარტო თქვენს განწყობაზე, არამედ ხელს უწყობს დოპამინის წარმოებას.


მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, თუმცა კონცენტრაცია ნულია?


ნუ ინერვიულებთ! საშუალება მიეცით თქვენს ორგანიზმს, ცოტა ხნით მოდუნდეს, მოუსმინეთ მუსიკას რამდენიმე წუთს და დოპამინის ტალღა გარანტირებული გაქვთ!


ოქსიტოცინი


ბევრი ქალის აზრით დედობრივ ინსტინქტს მშობიარობის შემდეგ სწორედ ეს ჰორმონი აღძრავს, ეს ნაწილობრივ მართალია, რადგან მშობიარობის პერიოდი მჭიდროდაა დაკავშირებული ოქსიტოცინის გამომუშავებასთან. მას მეორენაირად სიყვარულის ჰორმონსაც ეძახიან. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვგრძნობთ სიყვარულს.


რჩევა: მოაწყვეთ ჩახუტების დღე


ქალები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან მეუღლეს ან შვილებს, მათ ორგანიზმში ოქსიტოცინის დონე იზრდება. მათი დონე იზრდება ასევე გულით სიმღერის დროს. როცა პროფესიონალი მომღერლები სიმღერაში მთელ ენერგიას დებენ, სისხლში ოქსიტოცინის დონე იმატებს. თქვენც შეგიძლიათ მთელი ემოციით იმღეროთ, მაგალითად შხაპის მიღებისას ან რაიმე საქმის კეთებისას. შედეგი არ დააყოვნებს.


ტესტოსტერონი


მას მეორენაირად "მამკაცის" ჰორმონსაც უწოდებენ. ქალები ყველაინარად ცდილობენ რომ ეს ჰორმონი ორგანიზმიდან გააქრონ, თუმცა უშედეგოდ. სხვათაშორის, სწორედ ეს ჰორმონი ეხმარება ქალის სხეულში ფოლეკულის მომწიფებას საკვერცხეში. გარდა ამისა, მიიჩნეულია, რომ ამ ჰორმონის წყალობით ქალი ბევრად უფრო ძლიერი და აქტიურია.


რჩევა: იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი


პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ასეა, რაც მეტს მოძრაობთ, მით მეტი ენერგია იქმნება თქვენს ორგანიზმში.



ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!


1
679
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
679
  
2018, 3 ივლისი, 16:00
ტესტოსტერონი ინტიმური ცხოვრების გაძლიერებასაც უწყობს ხელს მეცნიერების კვლევების თანახმად.
0 1 1