ქალი როგორ გავიკეთოთ ჩვენთვის შესაფერისი მაკიაჟი? 2015, 25 აგვისტო, 9:18 ქალები, ყოველთვის ვცდილობთ, მომხიბვლელები ვიყოთ და ჩვენი სილამაზის მეტად
წარმოსაჩენად, კოსმეტიკურ საშუალებებს მივმართავთ, მაგრამ ხშირად ზოგიერთ ქალს ეს ზედმეტი მოსდის. ჩვენი სილამაზის გახზგასასმელად აუცილებელია, ზომიერების დაცვა, რადგან კოსმეტიკა, მხოლოდ ჩვენს სილამაზეს კი არა სტილსა და ინდივიდუალობას წარმოაჩენს.
![]() კოსმეტიკის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ თქვენი სტილისა და ინდივიდუალობის თავისებურებით. დღის კოსმეტიკა უფრო ნაზი უნდა იყოს, ვიდრე საღამოსი, იმის გათვალისწინებით, როგორი კანი გაქვთ:-ნორმალური, ცხიმიანი თუ მშრალი. უნდა გვახსოვდეს, რომ სახის კანის ცალკეული ნაწილები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს თუ კანი ნორმალურია ცხვირზე, ქუთუთოებსა და ნიკაპის არეში შეიძლება ცხიმიანი იყოს, ხოლო შუბლსა და ლოყებზე -მშრალი. თქვენი სახის წყობიდან გამომდინარე ვიზაჟისტები მაკიაჟის გაკეთების რამდენიმე წესს გვთავაზობენ: ![]() მრგვალი სახე: შეგიძლიათ ოდნავ ჩაიმუქოთ საფეთქლები და ლოყები, რომ სახემ ოვალური ფორმა მიიღოს, საერთოდ კი მრგვალი სახე მუდამ ახალგაზრდულ იერს გაძლევთ. ოთხკუთხედი სახე: მისი თავისებურებაა, მკაცრი გამომეტყველება. სახემ რომ სინაზე მიიღოს, საკმარისია ჩავამუქოთ საფეთქლები, ლოყების ქვედა ნაწილი და გავაღიავოთ ქუთუთოები. სამკუთხა სახე: ვამუქებთ ზედა, სახის ფართო ნაწილს(საფეთქლებსა და ყვრიმალებს), ვაღიავებთ ქვედა ნაწილს. ![]() მრგვალი თვალები: უფრო მეტყველი იქნება, თუ შიდა და გარეთა კუთხეებს შეიღებავთ. წვრილი თვალები: გადიდდება თუ, მოხაზავთ მათ გარედან, წამწამების გარშემო. დაშორებული თვალები- შეიძლება დავუახლოვოთ ერთმანეთს გარეთა კუთხეების ჩამუქებით და შიდა კუთხეების გაღიავებით. ![]() სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ! 293 4-ს მოსწონს
|