სისხლის სამართალი კანადაში დამნაშავეების დაჭერა კომედიად იქცა 2018, 2 ივლისი, 16:32 ქურდობისთვის ძებნილი 28 წლის რიჩარდ პარიზოს და მისი მეგობარი გოგონას დაკავება კომედიურ ბოევიკად იქცა ქალაქ ედმონტონის(კანადა) ერთ-ერთ სუპერმარკეტში.
პარიზო მოპარული საკრეტიდო ბარათით ცდილობდა გადახდას სუპერმარკეტში, თუმცა ბარათის პინ-კოდი შეცვლილი იყო და მაღაზიის მეპატრონემ გადაწყვიტა პოლიციის გამოძახება, აი, ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო... სუპერმარკეტში ნამდვილი კომედიური დრამა გათამაშდა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ რიჩარდ პარიზო დააკავეს. რაც შეეხება გოგონას, იგი სავენტილაციო მილში აფოფხდა, თუმცა ეს მცდელობა საკმაოდ კურიოზულად – მარცხით დამთავრდა.
ამჯამად წყვილს სასამართლო ელოდება, ახალგაზრდა მამაკაცს სხვისი საკრეტიდო ბარათის გამოყენება და სხვისი ქონების, ხუთი ათასი დოლარის მითვისება ედება ბრალად, ამასთანავე, სამართალდამცველების მიმართ დაუმოჩილებლობა. რაც შეეხება გოგონას, 29 წლის ბრიტანი ბერკს, ბრალად წაეყენა პოლიციის შეურაცხყოფა, დაუმორჩილებლობა და მაღაზიისადმი მიყენებული მატერიალური ზარალი. სხვა კრიმინალური სიახლეები იხილეთ აქ708 9-ს მოსწონს
|