x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
სამყაროს შექმნის 6 «დღე»: ბიბლია და მეცნიერება
image

«ადამის შექმნა», მიქელანჯელო, 1510 წ.


ბიბლიური დრო


ერთ დროს, ჰომეროსის (ძვ. წ. აღრ. VIII ს.) «ილიადა» «მანათობელი ვარსკვლავი» იყო არქეოლოგი ჰ. შლიმანისთვის, რომელმაც ლეგენდარული ტროა აღმოაჩინა. ის ექსპედიციის მსვლელობისას, მხოლოდ ამ პოემით ხელმძღვანელობდა.

ისე, როგორც «ილიადა» გახდა ინფორმაციის წყარო არქეოლოგებისთვის, ბიბლია მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სამყაროს შექმნას და განვითარების შესახებ.

თუ ბიბლიურ ალეგორიებს სიტყვასიტყვით არ გავიგებთ და მათ ინტერპრეტირებას მოვახდენთ, ვნახავთ რომ, წმინდა წიგნსა და რელიგიას შორის, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

დღეს გეოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ «ძველი აღქმის» «დაბადებაში» ჩვენი პლანეტის ისტორიულ-გეოგრაფიული განვითარების ეტაპებია ასახული და როდესაც ერთმანეთს ბიბლიურ და სამეცნიერო ტექსტებს ვადარებთ, ბიბლიური «დღე» ისე უნდა მივიჩნიოთ, როგორც დედამიწის განვითარების ფაზა, პერიოდი და არა 24 სთ-იანი დროის მონაკვეთი.


image


ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა.

თამანედროვე გეოლოგიური მეცნიერება დედამიწის განვითარების ისტორიას ასევე 6 ნაწილად, დროის უდიდეს მონაკვეთებად, ერებად ყოფს:

I. გეოლოგიურამდელი;

II. არქაული (უძველესი);

III. პროტეროზოული (პირველადი სიცოცხლე);

IV. პალეოზოური (ძველი სიცოცხლე);

V. მეზოზოური (შუა სიცოცხლე);

VI. კაინოზოური (ახალი სიცოცხლე).

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიურ «დღეებში» და გეოლოგიურ ერებში მიმნინარე პროცესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე, მაგ., გეოლოგიურამდელი ერა 2 «დღეზე» ნაწილდება, ხოლი მესამე «დღე», – არქაულს მთლიანად და პროტეროზოური ერის ნაწილს მოიცავს.


დღე პირველი


ბიბლია: თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. გაყო ღმერთმა ბნელი და ნათელი. ნათელს უწოდა დღე, ხოლო ბნელს – ღამე.

მეცნიერება: მზე და მისი სისტემა 4, 6 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი ისტორია ბევრად უფრო ადრე, 6 მილიარდი წლის წინ დაიწყო, მეორე თაობის გიგანტური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად.

თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო, უცნობია. ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო 13, 7 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შემდეგ შეიქმნა:

აფეთქდა ატომზე უფრო პატარა ნაწილაკი, რომლის სიმკვრივე და ტემპერატურა უსასრულოდ დიდი იყო. პირველად წარმოიქმნა გრავიტაციული ძალა. წამის მემილიონედში, მოლეკულის ხელა სამყარო - ტენისის ბურთის ხელა გახდა. წამის მეორე მემილიონედში - მზის სისტემის ხელა. ამ დროს, სმყაროს ტემპერატურა ტრილიონი გრადუსი იყო. თანდათანობით ტემპერატურამ დაცემა, ხოლო სამყარომ – გაფართოება დაიწყო.

როგორც ატომური ბომბის აფეთქების დროს, ნივთიერება ენერგიად გარდაიქმნება, ასევე დიდი აფეთქების დროს, ენერგია ნივთიერებად გარდაიქმნა: პირველად გაჩნდნენ სუბატომები, რომლებიც უწესრიგოდ და სწრაფად მოძრაობდნენ. სამყაროს შექმნის I წამში, სუბატომებისგან ატომები ჩამოყალიბდა. პირველად წყალბადის ატომები შეიქმნა, ხოლო 3 წუთის შემდეგ - ჰელიუმის. იმ დროს, სამყარო რძისფერი იყო.

300 ათასი წლის შემდეგ, რძისფერი სამყარო გამჭვირვალე გახდა და ამ დროიდან დაიწყო ვარსკვლავების ფორმირება.

პირველი ვარსკვლავები, დიდი აფეთქებიდან, 200 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდნენ.
1 მილიარდი წლის შემდეგ, შეიქმნა გალაქტიკები.

9 მილიარდი წლის შემდეგ ანუ 4, 6 მილიარდი წლის წინ, შეიქმნა მზის სისტემა.

image

თავისი არსებობის დასაწყისში, დედამიწა გავარვარებული პლაზმის სფეროს წარმოადგენდა, რომლის ზედაპირზე, ტემპერატურა თითქმის იმდენი იყო, რამდენიც ამჟამად მზეზე არის. მის ზედაპირზე მოძრაობდნენ გავარვარებული ლავის მდინარეები, ზემოდან მოდიოდა მეტეორიტეტის წვიმა, ხოლო სიღრმეში აქტიურად მიდიოდა რადიაქტიული რეაქციები, რომელიც შიგნიდან ახურებდა პლანეტას.

დაბადებიდან, დაახლოებით 70 მილნ. წლის შემდეგ, დედამიწას მარსის ხელა ციური ობიექტი – პლანეტა თეია შეეჯახა. მისი შეჯახება ძლიერი და გამჭოლი იყო. თეიამ, ფაქტიურად, დედამიწის გულში გაიარა, რამაც პლანეტის სფეროსებურობის დარღვევა და მისი გულიდან მანტიის გადმოღვრა გამოიწვია. თხევადი პლაზმა გაიშალა უჰაერო სივრცეში, ხოლო პლანეტები ნამსხვრევებად იქცნენ. გრავიტაციის ძალის გავლენით, გაბნეული ლავა ორ არათანაბარ გუნდად შეიკრა. ამ შეჯახებამ, დიდი ცვლილებები გამოიწვია დედამიწაზე: ლავასთან ერთად, პლანეტის სიღრმიდან მეთანი, ნახშირბადი და წყალბადი ამოვიდა. ეს იყო პირველი ატმოსფერო დედამიწაზე. გარდა ამისა, დაიხარა დედამიწის წარმოსახვითი ღერძი, რაც თავის მხრივ, მილიონობით წლის შემდეგ, სეზონების ცვლის მიზეზი გახდა პლანეტაზე.

მთვარემ 100 წელში მიიღე სფეროს ფორმა და გრავიტაციული ძალის გავლენით, სამუდამოდ «მიება» დედამიწას. იმ დროს, ის მხოლოდ 22 000 კმ-ით იყო დაშორებული პლანეტიდან.

მთვარის გამოჩენამდე, დედამიწის ღერძის ირგვლივ მოძრაობის დღე-ღამური სიჩქარე, 6 საათს შეადგენდა. მთვარემ შეანელა პლანეტის სიჩქარე და დროთა განმავლობაში, ეს დრო 24 სთ.-მდე გაიზარდა.


დღე მეორე


ბიბლია: ღმერთმა შექმნა ცა «და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარსა (ცის) ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარსა ზემოთ».

მეცნიერება: მეცნიერების ენაზე, ეს შეესაბამება პროცესებს, რომლებიც დედამიწაზე გვიან გეოლოგიურამდელ პერიოდში მიმდინარეობდა (4, 4 მლრდ. წლის წინ დაიწყო და 3, 8 მილიარდი წლის წინ დასრულდა). დროის ამ მონაკვეთში ჩამოყალიბდა დედამიწის ატმოსფერო, ჰიდროსფერო, მისი პირველადი, ნაჭუჭისებრი ქერქი, რომელსაც ზემოდან მეტეორიტები აზიანებდნენ, შიგნიდან კი ვულკანები. ქერქზე გაჩენილი ვულკანებიდან, გავარვალებული ლავა იღვრებოდა, რომელსაც დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი მოჰყვებოდა. ორთქლის კონდერსირებით, დედამიწაზე გაჩნდა წყალი. თუმცა, მეცნიერთა აზრით, ამ გზით მიღებული წყალი, ნამდვილად ვერ წარმოქმნიდა ოკეანეებს და რომ წყლის უდიდესი ნაწილი, კოსმოსიდან მოხდა ჩვენს პლანეტაზე, მეტეორიტების და კომეტების სახით, რომლებიც დიდი რაოდენობით ყინულს შეიცავდნენ.

დედამიწაზე მოხვედრილი ყინული დნებოდა, ორთქლდებოდა და ნახშირორჟანგს უერთდებოდა, შედეგად, წარმოიქმნებოდა მაღალი სიმკვრივის ღრუბლები. 4 მილიარდი წლის წინ, წვიმა წამოვიდა, რომელიც რამოდენიმე მილიონი წელი გრძელდებოდა და დედამიწის ზედაპირი მთლიანად წყლით დაიფარა. მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა, იმ დროს, +200 გრადუსი იყო. წყალი დუღდა, ხოლო პლანეტა ორთქლში იყო გახვეული.

კატარქაული ერის ბოლოს, დასრულდა დედამიწის მყარი ბირთვის ფორმირების პროცესი და გაჩნდა ძლიერი მაგნიტური ველი, რომელიც დედამიწას მზის ქარებისგან დღემდე იცავს.


დღე მესამე


ბიბლია: თქვა ღმერთმა «შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი, და გამოჩნდეს ხმელეთი». და იქმნა ასე. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს –ზღვა. თქვა ღმერთმა «აღმოაცენოს მიწამ მცენარეები» და ასეც იყო.

მეცნიერება: სრულიად ნათელია, რომ III დღე საკმაოდ ხანგრძლივი დროის მონაკვეთს, – არქაულ ერას მთლიანად და პროტეროზოული ერის ადრეულ და შუა პერიოდებს მოიცავს.

არქაული ერის დასაწყისში ისევ გააქტიურდა ვულკანური პროცესები, ოკიანის ფსკერი დასკდა და დედამიწის ზედაპირზე გავარვარებული ლავა ამოვიდა, რომელიც წყალთან შეხებისას, ცივდებოდა და გრანიტად იქცეოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი მომავალ კონტინენტებს. დაიწყო დედამიწის ქერქის ჩამოყალიბების შეუქცევადი პროცესი. ამავე პერიოდში, გაჩნდნენ სიცოცხლის უმარტივესი ფორმები, ციანობაქტერიაების სახით. ხოლო მათი გაჩენით, დაიწყო ფოტოსინთეზის პროცესი დედამიწაზე.

არქაული ერის ბოლოს, 2, 1 მილიარდი წლის წინ, ძირითადად დასრულდა დედამიწის ქერქის კონტინენტალური ნაწილის ფორმირება.

დედამიწაზე ჟანგბადის გაჩენამდე, პირველი ოკეანე მწვანე ფერის იყო, იმიტომ რომ წყალი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავდა. წყალში ჟანგბადის გაჩენის შემდეგ, რკინა სუფთა ჟანგბადთან შეხებისას, იწვებოდა და ფსკერზე ილექებოდა. წყლის რკინისგან გაწმენდის შემდეგ, ოკეანე ლურჯი ფერის გახდა. ეს მოხდა 1, 5 მილიარდი წლის წინ. ამ დროისთვის, დედამიწამ ისეთი სახე მიიღო, როგორიც ის კოსმოსიდან ჩანს. მაგრამ, ჯერ კიდევ წინ იყო კონტინენტების დრეიფი.

ოკეანეში იმ პერიოდში, უკვე იყო ლურჯი და მწვანე მრავალუჯრედიანი წყალმცენარეები, ხოლო ფაუნის წარმომადგენლებიდან: მედუზები, მოლუსკები და ჭიაყელები. პროტეროზოუროი ერის ბოლოს, ცოცხალ ორგანიზმებს უკვე განვითარებული ჰქონდათ სუნთქვის ორგანოები, ორგანიზმის ორმხრივი სიმეტრია და სქესი.

კონტინენტებთან და მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებით, სამყაროს შექმნის ადრეულ პერიოდში, ბიბლიური მონაცემები და სამეცნიერო კვლევის შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ, მცენარეებთან დაკავშირებით, შეუსაბამობაა, –მცენარეები ხმელეთზე ბევრად უფრო გვიან, პალეოზოური ერის II ნახევარში, 400 მლნ. წლის წინ, ოზონის ეკრანის გაჩენის შემდეგ გაჩნდნენ, როდესაც ჟანგბადის შემადგენლობა ატმოსფეროში 13 %-მდე გაიზარდა. ოკეანიდან პირველები ფსილოფიტები სწორედ მაშინ ამოვიდნენ.


დღე მეოთხე


ბიბლია: «თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად – დღეებისა და წელიწადებისა... და გააჩინა ღმერთმა 2 მთავარი მნათობი – დიდი მნათობი დღის განმგებლად და პატარა მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები».

მეცნიერება: მეოთხე დღე, გეოლოგების აზრით, პროტეროზოური ერის გვიანდელ პერიოდს ემთხვევა, რომელიც დაახლოებით 1030 მლნ. წ. გრძელდებოდა. პლანეტის განვითარების ამ ეტაპზე, ატმოსფერო გამჭვირვალე გახდა. ხანგრძლივი წყვდიადის შემდეგ, დედამიწის ზედაპირს მზის სხივები მისწვდა და მისი გათბობა დაიწყო. ხოლო ღამის ცაზე, მთვარე და ვარსკვლავები გამოჩნდა.

სწორედ ეს პროცესები არის ღმერთის მეოთხე დღის ქმედებებში. სხვა შემთხვევაში, რა საჭირო იქნებოდა მზის ხელახლა შექმნა და დღეს და ღამის გაყოფა, მზე ხომ სამყაროს შექმნის პირველ დღეს გაჩნდა?


დღე მეხუთე


ბიბლია: «თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს».

მეცნიერება: ეს დღე პალეოზოურ ერას მთლიანად და მეზოზოური ერის ადრეულ და შუა პერიოდებს მოიცავს. პალეოზოური ერა 330 წელს გრძელდებოდა, ხოლო მეზოზოური – 173 მლნ. წელი.

პალეოზოური ერის დასაწყისში, კამბრიულ პერიოდში, წყალში მცხოვრებმა ცოცხალმა ორგანიზმებმა სწრაფი გამრავლება დაიწყეს. მეცნიერები ფაუნის ასეთ უეცარ გამრავლებას, წყალში დიდი რაოდენობით ჟანგბადის არსებობას უკავშირებენ. მას კამბრიულის დიდი აფეთქება დაარქვეს და თავისი მნიშვნელობით, სამყაროს შექმნის დიდ აფეთქებას შეადარეს, რადგან მას იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ბიოსფეროსთვის, რასაც დიდ აფეთქებას, სამყაროს შექმნისთვის.

კამბრიულის პერიოდში, ყველაზე მეტი სახეობის ცოცხალი ორგანიზმი იყო დედამიწაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა პერიოდში. ფაქტიურად, ამ პერიოდის ბიოსფეროს წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი ყველა ცოცხალი ორგანიზმის სახეობას დედამიწაზე. თუ საიდან გაჩნდნენ ამდენი სახეობის ორგანიზმები უცნობია, რადგან იმ დრომდე, მხოლოდ რბილტანიანი არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც ქანებში ნამარხებს არ ტოვებდნენ. ცნობილია მხოლოდ, რომ 500 მილიონი წლის წინ, წყალში სხვადასხვა სახეობის ტრილობიტები ცხოვრობდნენ და მათი სიგრძე 3-დან 90 სმ-მდე მერყეობდა, სახეობების მიხედვით. ისინი იყვნენ პირველი ფეხსახსრიანები დედამიწის ისტორიაში.

დევონურ პერიოდში გაჩნდნენ პირველი ხერხემლიანი თევზები და ზვიგენები. ამავე პერიდში, წყლის ზოგიერთ ბინადარს განუვითარდა სუნთქვის დამატებითი ორგანოები და გაჩნდნენ პირველი ამფიბიები.

კარბონული (ქვანახშირის) პერიოდის დასაწყისში, ატმოსფეროში ჟანგბადის რაოდენობა 35%-მდე გაიზარდა (დღეს 20%-ია), ხოლო ჰაერი თბილი და ნოტიო იყო, რამაც ხმელეთზე მცენარეების სწრაფი ზრდა და განვითარება გამოიწვია – გაჩნდნენ შიშველთესლიანი გვიმრები, რომელთა სიმაღლე 30-45 მ. იყო. ამ გიგანტურ მცენარეებს შორის, 70 სმ-ს სიგრძის ნემსიყლაპიები დაფრინავდნენ. გამრავლდნენ სხვა ფეხსახსრიანებიც, რამაც თავის მხრივ, ამფიბიების გამრავლება და ზრდა გამოიწვია. ზოგიერთი ამფიბიის სიგრძე 6 მ-ს აღწევდა. მოგვიანებით კვერცხმა ნაჭუჭი გაიკეთა და პირველი რეპტილიებიც გამოჩნდნენ. რომლებმაც მომდევნო ერაში, ხმელეთი და ცა დაიპყრეს – დედამიწაზე დინოზავრების ეპოქა დადგა.

მეზოზოური ერის II ნახევარში არქეოპტერიქსები გაქრნენ და ფრინველები გაჩნდნენ, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული იყო იხტიორნისი (უძველესი თოლია) და ჰესპერორნისი «დასავლეთის ფრინველი».


დღე მეექვსე


ბიბლია: «გააჩინა ღმერთმა სულდგმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით – პირუტყვი, ქვემძრომი... და გააჩინა ადამიანი».

მეცნიერება: მეექვსე დღეს მეზოზოური ერის ბოლო პერიოდი და კაინოზოური ერა შეესატყვისება, რომელიც 67 მლნ. წელი გრძელდებოდა.

მეზოზოური ერის დასაწყისში პირველი ძუძუმწოვრები გაჩნდნენ, მაგრამ დინოზავრებმა მათ განვითარების შანსი არ მისცეს. მხოლოდ მათი ბატონობის დასრულების შემდეგ, რომელიც 160 მლნ. წელი (225 მლნ. წლის წინ დაიწყო და 65 მლნ. წლის წინ დასრულდა) გრძელდებოდა, ძუძუმწოვრებს გამრავლება და განვითარების საშუალება მიეცათ.

დინოზავრების გადაშენების შემდეგ, ჯერ ფრინველები გაბატონდნენ პლანეტაზე, ხოლო მოგვიანებით, მათი ადგილი ძუძუმწოვრებმა დაიკავეს.

27 მილინი წლის წინ, გაჩნდნენ პრიმატები, ხოლო 25 მილიონი წლის წინ, ფაქტიურად, დასრულდა ფაუნის თანამედროვე ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესი.


image


ხანგრძლივი დროის მანძილზე, მეცნიერებს ავსტრალოპითეკი მიაჩნდათ ჩვენს წინაპრად. მაგრამ, 2015 წელს ეთიოპიაში, აღმოჩელილმა ადამიანის ყბის ნაწილებმა, რომლებიც 3, 5 - 3, 3 მილიონი წლით არის დათარიიღებული, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აღმოჩნდა, რომ ავსტრალოპითეკთან ერთად, გვერდი-გვერდ ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებსაც ჩვენნაირი კბილები ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თერმულად დამუშავებული საკვებით იკვებებოდნენ.

ამ აღმოჩენის შემდეგ, უკვე ძნელია იმის გარკვევა, ადამიანის მსგავსი მაიმუნის ევოლუციით გაჩნდა დღევანდელი ადამიანი, თუ ადამიანის გენის მუტაციის შედეგად გაჩნდნენ ადამიანის მსგავსი მაიმუნები (შიმპანზე, გორილა, გიბონი, ორანგუტანგი).
ანთროპოლოგების მტკიცებით, ჩვენ და მათ, ერთი საერთო წინაპარი გვყავს.


თუმცა, არსებობს ალტერნატიული მოსაზრება, რომლის მიხედვით, ადამიანები დედამიწაზე სხვა პლანეტებიდან, სხვა ვარსკვლავების სისტემებიდან ჩამოვიდნებ.

ასე, მაგ., ვედების მიხედვით, პირველი მოსახლეობა დედამიწაზე 200 მლნ. წლის წინ გამოჩნდა და ეს თეთრი რასა იყო. გაგრძელება

რაც შეეხება, კონკრეტულად ევროპეიდულ რასის წარმომადგენლებს, ისინი პლანეტაზე 458 508 წლის წინ გამოჩნდნენ. გაგრძელება



P. S. თუ «დაბადებაში» აღწერილ მოვლენებს უფრო გლობალური მასშტაბით განვიხილავთ, ანუ ჩავთვლით, რომ მასში აღწერილი პროცესები დედამიწის პარალელურას, სხვა პლანეტებზე, სხვა გალაკტიკებშიც მიმდინარეობდა, მაშინ არც ზემოთ ხსენებული ალტერნატიული ვერსია არის ჭეშმარიტებას მოკლებული.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageრატომ დაიბანა ხელები პილატემ?
მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი არსებობს!
ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

რა არის სული და რატომ მოდის ის დედამიწაზე?


2
4454
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4454
  
2018, 22 აგვისტო, 23:40
მადლობა, გაიხარე
2018, 22 აგვისტო, 20:45
სულმოუთქმელად ჩავიკითხე. დიდი რესპექტი ჩემგან
0 1 2