x
image
თამილა გურაშვილი
საქართველოში მაღალი ტემპერატურაა -– შეიძლება თუ არა მუშაობა 40 გრადუსის ზემოთ?
image
საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო საქართველოს მოსახლეობას და ტურისტებს აფრთხილებს ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის გაზრდის შესახებ.

ხუთშაბათს დასავლეთ საქართველოში, სავარაუდოდ, 39-41 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში - 36-41 გრადუსი გახლდათ, თბილისში კი – 37-39 გრადუსი.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ქუჩაში მუშაობის შეზღუდვებია საჭირო.

"არსებობს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ არის დაწერილი, თუ რა შემთხვევაში (სიცხის) უნდა შეწყდეს სამუშაო, არის სხვადასხვა კრიტერიუმები." - განაცხადა პეტრიაშვილმა


სიცხე მავნე ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად ის საშიშია 75 წელზე ზევით ასაკის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის (განსაკუთრებით ახალშობილთათვის), ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის პარკინსონის დაავადების და ინსულტით დაავადებულებისთვის.

სიცხე ასევე საშიშია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამინებისთვის, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, განსაკუთრებით ისეთს, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლიანობასა და სხეულის ტემპერატურაზე.

რისკ-ჯგუფში შედიან ნარკომანები, ასევე ისინი, ვინც იღებს ალკოჰოლურ სასმელებს; ყურადღებით უნდა იყვნენ ფიზიკურად აქტიური პირები: სპორტსმენები, ფიზიკური პირები, რომლებსაც უწევთ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება.

სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება და სუნთქვის გაუარესება, ასევე სითბური დარტყმა, ორგანიზმის გადახურება და წყლის დეფიციტი ორგანოებში.

სპეციალისტები გვირჩევენ, ოთახში შენარჩუნდეს სიგრილე. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს და ღამით - 24 გრადუსს.

ფიზიკურ აქტივობაზე უნდა თქვათ უარი, ხოლო თუ ეს აუცილებელია, უმჯობესია აირჩიოთ ადრეულ დრო - 04: 00-დან 07:00 საათამდე.

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0