x
image
თამილა გურაშვილი
როგორ იმოქმედა 1978 წელს სუკის ციხეში მერაბ კოსტავას შეძახილმა "ქრისტე აღდგა!"

image



ეს მომხდარა 1978 წელს თბილისის სუკ-ის ციხეში, სადაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია მოუთავსებიათ საქმე ნომერ 131-თან დაკავშირებით.



აქაური საკანი უნდა ყოფილიყო მატარებლის კუპეზე ოდნავ მოზრდილი. დღის სინათლე ატანდა გისოსებიანი ფანჯრიდან, რომელიც ჩვეულებრივზე მაღლა ყოფილა დატანებული კედელში. პატიმარი გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ მიზნით რკინის კარს ჰქონდა საგანგებო საჭვრეტი.




დამდგარა ლიტანიობის ღამე. მერაბი თბილისის სუკის ციხეში იმყოფებოდა, ზვიად გამსახურდია იმხანებში ლეფორტოვოს ციხეში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, რამდენადაც მახსოვს.




ადვილი არაა იმ სიმძიმილის ცხადად წარმოდგენა, ადამიანს რომ ეუფლება, ამგვარად შეჭირვებულს: მთელს საქრისტიანოში მორწმუნენი ზეიმობენ, ზარები რეკავენ, წირვაზე მყოფნი ერთმანეთს ეხვევიან და ულოცავენ მარადიული ცხოვრების დღესასწაულს, აქ კი ჯერ კიდევ სიკვდილის აჩრდილი ტრიალებს.



მერაბს შინაგანად უგრძვნია ამ ჟამის დადგომა, ზეწამოჭრილა, ხელებით ჩაფრენია გისოსებს, აწეულა ისე, რომ შიდა ეზო ნაწილობრივ დაულანდავს და მთელი ხმით დაუჭექავს:



"ქრისტე აღსდგა!"



არ არის ძნელი იმის წარმოდგენა, თუ როგორ იმოქმედებდა ეს ხმა ციხის პერსონალაზე. დაახლოებით იგივე სურათი იქნება, თუ ერთ ჭიქა გახურებულ ზეთს კრაზანების ბუდეში ჩაღვრით. ამტყდარა განგაში.



"ქრისტე აღსდგა!"



განმეორდა კიდევ. ზედამხედველები მერაბის საკანში შეჭრილან, ჩამოკიდებიან ფეხებზე, მთელი ძალით ეზიდებოდნენ დაბლა. მერაბი ფიზიკურად ისედაც ძლიერი იყო, "მაგრამ, ამ დროს საოცარი ძალის მოზღვავება ვიგრძენიო", იგონებდა. "ვიძახებ იქამდე, ვიდრე არ მიპასუხებს ვინმე", ფიქრობდა თურმე.



არადა, არსაიდან ისმოდა "ჭეშმარიტად" ! სიკვდილის, რღვევისა და გაქვავების საუფლოში. "ქრისტე აღსდგა" ! - ისევ სჭექდა მერაბის ხმა, რაც ზედამხედველებს კიდევ უფრო აცოფებდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. და მერვედ თუ მეცხრედ დაძახების შემდეგ სადღაც შორიდან მართლაც მოისმა:



"ჭეშმარიტად" !



ალბათ პატიმარი თუ იყო ვინმე. "მაშინ კი შევუშვი ხელები გისოსებს…" იგონებდა მერაბი.

26
2213
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
2213
  
2021, 2 ივნისი, 21:04
მაინც ვერ გაიგე შენ ვერაფერი. არ მიცნობ, არ იცნობ ჩემს ოჯახს და მაინც იგივეს იმეორებ.
შენ, რომ ჩემი გვერდი გადაგეთვალიერებინა ნახავდი რამდენჯერ და როგორი სიყვარულით ვახსენებ და ვიხსემენ აკაკი (კაკო) ელიავას, რომელიც მამაჩემის მეგობარი და ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, იმასაც წაიკითხავდი კაკოს დამსახურებით რომ ვართ მე და ჩემი ოჯახი მამის და ბაბუას გამოკლებით ცოცხლები.
რომ გადაგეთვალიერებინა ჩემი მასალები დაინახავდი თუ როგორ მაქვს მისხალ-მისხალ აღდგენილი ზვიადის ცხოვრების ბოლო დღეები და საათები, როგორი სიზუსტით მაქვს აღწერილი თუ როგორ ან რატომ მიიყვანეს ზვიადი ღურწკაიების ოჯახი და ისიც დავამტკიცე ექსპერიმენტით ზვიადს თავი, რომ არ მოუკლავს და გუგუშვილი, გვანცელაძე და მარგველანი რომ ცრუობენ.
სხვასაც გეტყვი, არ გიკვირს "პატრიოტმა" გურამ აფსანძემ რატომ მოატყუა პრეზიდენტი ჯარი მზადაა და გელოდებითო!
არც ის გიკვირს ზვიადის, ლოთი ქობალიას და გურამ ლაკიას ნებათვის გარეშე კონფედერატები, რომ შემოიყვანა სამეგრელოში? ზვიადის დისკრეტირებისათვის გააკეთა ეს აფსანძემ, მანვე მოაწყო შეხვედრა ოჩამჩირეში აფხაზებთან და რუსებთან, სადაც ზვიადს აფხაზეთის აღიარება მოსთხოვეს თბილისში დაბრუნების სანაცვლოდ.
ან ის არ გიკვირს, ეს "რუსეთთან მებრძოლი" აბსანძე რუსეთში, რომ გაიქცა და დღეს უზარმაზარი ჰოლდინგის მფლობელი რომაა.
აბა ზაზა გაბედავას და ზციადის და მერაბის ერთგულ ხალხს დღესაც არ აძლევენ საქარველოში დაბრუნების უფლება.
სხვის გვერდზე არ მინდა ამის გაკეთება, თორემ წინ დაგილაგებდი ზვიადის გარემოცვიდან ვინ იყო კგბ-ს მიერ გადაბირებული.
აი ზუსტად ასეთ გარემოცვაზე დავწერე "ბიდლო" და მუდამ ვიტყვი.
აბა ცხონებული ნუგზარ ჩუხუა ჩემი უფროსი მეგობარი იყო და სევე დარჩება მისი წასვლის მიუხედავად.
დაუმსახურებლად გამომლანძღე, არ იყავი მართალი, მაგრამ ზღვარს მაინც არ გადავსულვარ.
2021, 2 ივნისი, 20:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 ივნისი, 20:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 2 ივნისი, 19:45
ტეხავს რა ქალივით იწყევლები, ეტლში ზის კაცი და გეყოს,
2021, 2 ივნისი, 19:40
ბიჯო შენ რა ნერვიული ყოფილხარ? :)))
არიქა ვერან არ გაგივარდეს ერთბაშAდ. :))
ეფრეიტორინ!-გულიანად გამაცაინე, უფრო სწორედ გადავიხარხარე.
ხომ გითხარი ტუტუცი ხარ მეთქი და არ გესმის, სოხუმელი ვარ, მამაჩემი იბრძოდა, ბაბუა იბრძოდა, ბიძები იბრძოდნენ ერთადერთი მამიდაშვილი კომანში დამეღუპა, გადმოგიგდია ენა მეტრის სიგრძეზე და ქაქანებ. როგორ ფიქრობ ახლა შენ თავზე ნაცარი და ქაქი თუ გადაიყარე და ენა აიმყრალე ამით ნერვებს მომიშლი? :))
ვერ მოესწრები, სხვამაც ბევრმა სცადა მაგრამ უშედეგოდ, რადგან ფოლადის ნერვები მაქვს, ასე რომ არ იყოს გამნაღმველი კი არა შენსავით რეაქტიული ურა პატრიოტი ვიქნებოდი. :)
ომი არა და ბრძოლა ბევრგან მომიგია, გინდა პარტიზანობისას, გინდა სამაჩაბლოს ცალკეულ მონაკვეთებზე. არც 2008 წელს გავქცეულვარ ზოგიერთებივით სამხედრო ნაწილიდან, მაგრამ ვის ვუხსნი აზრი?
სამეგრელოში გოგონების გაუპატიურების არცერთი ფაქტი არ ყოფილა, დეზინფორმაციას ავრცელებ და კუთხეები გინდა შენი პრიმიტიული აზროვნებით გადაკიდო.
სად ხარ, მოგცემ კოორდინატებს და როცა გინდა შეგხვდები და ამიხსენი რა პრეტენზიები გაქვს?
გიმეორებ-ზვიადს მოღალატეების ჯოგი ეხვია გარს, როცა გაუჭირდა ზვიადს მაშინ დატოვეს და ძველ ხიბულაში მოაკვლევინეს.
გაბედე, შემხვდი და მტკიცებულებით ფორმაში გეტყვი ვინც მოკლა ზვიადი.
ენას კო კონტროლი გაუწიე, საზოგადოება დაგცინებს, თორემ ამით მე არაფერი დამაკლდება დამიჯერე.
გენერლობას რაც შეეხება, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ და შენნაირი "ვაჟკაცები" რომ არ დაზარალებულიყვნენ 1500 ერთეულამდე ნაღმი მაქვს აღებული.
არასდროს ვყოფილვარ მესაზღვე ბიძიკო განაღმვის სამსახურის ოფიცერი ვარ და აქ მოცალეობის ჟამს რასაც ვდებ მასში აღებული ფულით ორ ობოლ, კარგი მამის შვილ ბავშვებს ვეხმარები, თუმცა ძნელია შენ ეს გაიგო.
2021, 2 ივნისი, 18:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 2 ივნისი, 18:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 2 ივნისი, 18:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 ივნისი, 18:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 2 ივნისი, 18:19
შედი კარავში ბიძიკო და სანამ უხიაგად შემეხები გაიგე რა მიკეთებია ამ ქვეყნისთვის.
დიახ-გიმეორებ "ბიდლო" იყო ზვიადის გარემოცვის დიდი ნაწილი. მარტო დატოვეს და გადასაკარგავში მოაკვლევინეს თავიანთი სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ.
დიდ თაბახზე დაწერე საჩივარი და პირდაპირ პროკურატურაში მიჩივლე. :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10