x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცივი ჩაი - უგემრიელესი გამაგრილებელი სასმლის რეცეპტი ლიპტონისგან
image


როგორ მოვამზადოთ ცივი ჩაი


მნიშვნელობა არ აქვს, სად ხართ ან რას მიირთმევთ, ზაფხულში არაფერია ისეთი სასიამოვნო დასალევი, როგორიც ცივი ჩაი.


მისი გაკეთება ძალიან მარტივია და სასმლის თქვენს გემოვნებაზე მორგებას ადვილად შეძლებთ; უბრალოდ, აირჩიეთ, მსუბუქი გნებავთ თუ ძლიერი, უშაქრო თუ ტკბილი, ხილის თუ პიტნის...


მთავარია, სასმლის ძირითადი შემადგენლობა იცოდეთ, დანარჩენი კი თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული.






ძირითადი შემადგენლობა



დაასხით ოთხი ფინჯანი ადუღებული წყალი ორ ჩაის პაკეტს, რომლებიც ტემპერატურაგამძლე დოქში იქნება მოთავსებული. დატოვეთ 3-5 წუთი. შემდეგ კოვზით ამოიღეთ ჩაის პაკეტები. დაამატეთ ყინულის კუბიკები და მოურიეთ, სანამ არ დადნება. დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის ქერქი, რომ სასმელს ციტრუსის მომჟავო გემოც ჰქონდეს. შემდეგ კი შედგით მაცივარში.






ხილის ცივი ჩაი


სასმელს რომ ტროპიკულობა შესძინოთ, ანადუღარ წყალსა და ჩაის პაკეტს დაამატეთ ცოტაოდენი ანანასის, კივის ან ატმის ნაჭრები, ასევე ნახევარი ჭიქა შაქრის სიროფიც. გააჩერეთ რამდენიმე საათი, რის შემდეგაც მკვეთრგემოიანი, საოცარი ნარევი დაგხვდებათ. გარდა ამისა, ჩაის დალევის შემდეგ ხილის მირთმევაც შეგეძლებათ, რომელიც ბონუსად ჭიქის ბოლოში გექნებათ მორჩენილი.






მარწყვის ცივი ჩაი


ზაფხულისთვის შეგიძლიათ ეს რეცეპტიც სცადოთ:


▶ სანამ ჩაის ძირითადი შემადგენლობა ისევ ცხელია, დაამატეთ 1/6 - 1/3 ჭიქა ჩვეულებრივი ან დაფქვილი შაქარი.

▶ დაამატეთ 1/8 - 1/4 ლიმონის წვენი, იმდენი, რომ დააბალანსოს შაქრის ტკბილი გემო.

▶ ბლენდერში მოათავსეთ მარწყვი და შემდეგ საცრის დახმარებით მოაშორეთ თესლები.

▶ როცა ჩაი გაცივდება, დაამატეთ მარწყვის "პიურე" და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.




სულ ეს არის.

ახლა უკვე იცით, როგორ გააკეთოთ ცივი ჩაი, დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.



სტატიის ბოლოს გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს:

გემრიელად მიირთვით!





0
678
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0