x
image
გემი დალანდი
5 სასმელი, რომელიც ქალურ ჰორმონებს აწესრიგებს
ამ სასმელებს ქალების ჰორმონალური ფონის გაუმჯობესება შეუძლიათ. მოწესრიგებული ჰორმონები კი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასა და სილამაზესთან. სწორედ ამიტომ, ამ სასმელებს ქალებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ და თავის რაციონში ჩართონ.

image

1. ლიმონიანი თბილი წყალი

ეს სასმელი ნამდვილი აღმოჩენაა ქალებისთვის ზაფხულის პერიოდში. გვეხმარება წონის დაკლებაში, აძლიერებს იმუნიტეტს, გამოდევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს კანის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ ლიმონი ზემოქმედებას ახდენს სიმაძღრის ჰორმონ ლეპტინზე. თუ ამ ჰორმონის ბალანსი დარღვეულია, ორგანიზმი ცხიმის დაგროვებას იწყებს.


სასმლის მომზადება ძალიან ადვილია: 1 ჭიქა ცხელ წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი, შემდეგ ცოტა შეაგრილეთ და დალიეთ. უმჯობესია უზმოზე.

image

2. ჟოლოს ფოთლების ნაყენი

ეს სასმელი ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას არეგულირებს: აწესრიგებს მენსტუაციულ ციკლს, აიოლებს კლიმაქსურ პერიოდს, მშობიარობას.

ამ ნაყენს გამამხნევებელი ეფექტიც აქვს და თამამად შეუძლია, ყავა ჩაანაცვლოს.

მომზადების წესი: 1ს.კ. ჟოლოს დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთით. უკეთესი ეფექტის მისაღებად დალიეთ დღეში სამჯერ, მაგრამ არა ძილის წინ, რადგან შესაძლოა შემდეგ დაძინება გაგიჭირდეთ.

image

3. რძე კურკუმით

ეს აიურვედას ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი რეცეპტია. მას ოქროს რძესაც უწოდებენ. ეს სასმელი ყველა ჰორმონს აბალანსებს, ამაგრებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, შველის გაცივებას.

მომზადების წესი: 200 მლ. ცხელ რძეში გახსენით 1/2 ს.კ. კურკუმა. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ. ამ სასმლის დალევა ღამით აჯობებს.

image

4. გვირილის ნაყენი

გვირილის ნაყენით უხსოვარი დროიდან მკურნალობდნენ. მას ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და ორგანიზმზე გამწმენდ ზემოქმედებას ახდენს.

ცხელი ნაყენი ოფლის გამოსვლას აძლიერებს, ამ გზით კი ორგანიზმს ტოქსინებიც ტოვებენ. უმჯობესდება ნაწლავების მუშაობა. ამის მიუხედავად, არ ღირს ამ ჩაის დიდი რაოდენობით მიღება. მისი სედატიური თვისებები შესაძლოა უარყოფითად აისახოს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციაზე.

image

5. პიტნის ნაყენი

ეს სასმელი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და დაღლილობას აქრობს. პიტნას ასევე შეუძლია, ქალები უძილობისგან იხსნას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება და გაღიზიანებას, შფოთვას ხსნის.image

0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0