x
image
გემი დალანდი
წითელი ჯაგრისი (როდიოლა)- ჯადოსნური ბალახი ქალური დაავადებების სამკურნალოდ
image

უნაყოფობის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებში გამორჩეული ადგილი უკავია როდიოლას, იგივე წითელ ჯაგრისს (წითელი ფუნჯი). ეს უნიკალური მცენარე ციმბირში, ალტაის მთებში გვხვდება. ადამიანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროს აღმოაჩინეს მისი სამკურნალო თვისებები.

თანამედროვე მედიცინამ არ იცის სხვა საშუალება, რომელიც ისე აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, როგორც ეს მცენარე. წითელი ჯაგრისი შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: მარგანეცი, კობალტი, ვერცხლი, გუმფისი, ნიკელი, თუთია, ქრომი, სპილენძი, მოლიბდენი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, ცილები, ცხიმები, შაქარი, ეთერზეთი და სხვ.

მცენარის ფესვები შეიცავენ:


ეთერზეთს-რომელიც ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინაღმდეგო თვისებებით გამოირჩევა.

ანტრაგლიკოზიდებს-ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას.

გლიკოზიდ სალიდროზიდს-ონკოპროტექტორი, ადაპტოგენი, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკოზური საშუალება.

ორგანულ მჟავებს-აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, გამოაქვთ ტოქსინები, ამცირებენ ქოლესტერინს, ამაგრებენ სისხლძარღვებს.

ცვილს-გამოირჩევა ანტიბაქტერიული და მაგენერირებელი თვისებებით.

სტერინს-აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აძლიერებს იმუნიტეტს.

ფენოლს-ამაგრებს სისხლძარღვთა სისტემას.

მთირმლავ ნივთიერებებს-ებრძვიან ანთებით პროცესს.

ფლავანოიდებს-აუმჯობესებენ გულის მუშაობას.

ფიტოჰორმონებს-იცავენ ესტროგენის და პროგესტერონის ბალანსს.

ანტოციანებს-აქვთ ანტივირუსული მოქმედება.

image

ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებდნენ უნაყოფობის, ეროზიის, მიომის, ფიბრომის, კისტების, მენსტუალური ციკლის დარღვევის, მტკივნეული მენსტრუაციის და სხვა ქალური დაავადებების სამკურნალოდ.

აწესრიგებს ჰორმონებს და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც.

წითელი ჯაგრისი, ქალური დაავადებების გარდა, წარმატებით გამოიყენება პროსტატის ადენომის და მამაკაცის უნაყოფობის სამკურნალოდ. ამას გარდა, მას სხვა, მოქმედების უფრო ფართო სპექტრი აქვს.მისი გამოყენება რეკომენდებულია პოსტოპერაციულ პერიოდში, რადგან გარდა იმუნიტეტის გაძლიერებისა, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ორგანიზმის და სისხლის გაწმენდას, შინაგანი ორგანოების გაახალგაზრდავებას. ეფექტურია ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის და გულის დაავადების დროსაც.

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, წითელი ჯაგრისის გამოყენების დროსაც გარკვეული სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. არ შეიძლება მისი მიღება მაღალი წნევის დროს (180/100-ზე მაღალი), სხვა ჰორმონულ პრეპარატებთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა ალერგია გამოუვლინდეს მცენარეში შემავალი კომპონენტის მიმართ.

სპირტხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მცენარის გამხმარი და დაქუცმაცებული ფესვი-50 გრ. დაასხით 500 მლ. სპირტი ან კარგი არაყი. ჩაასხით მინის ჭურჭელში და მოათავსეთ ბნელ ადგილას 30 დღით. დროდადრო შეანჯღრიეთ ხოლმე. 30 დღის შემეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა, შემდეგ 10-15 დღე შეისვენეთ და კურსი თავიდან გაიმეორეთ.

შეიძლიათ სამკურნალო ჩაიც მოამზადოთ: 1 ს.კ. გამხმარ და დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 300 მლ. ცხელი წყალი. მჭიდროდ დააფარეთ, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და 1 საათით გააჩერეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30-40 წთ-ით ადრე. შეგიძლიათ თაფლიც დაუმატოთ. მკურნალობის კურსი 30-45 დღეა.

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0