ფსიქონევროლოგია შუა ტვინი (მეზენცეფალონი) და მისი ფუნქციები 2018, 26 ივნისი, 17:47 შუა ტვინი (Midbrain), იგივე მეზენცეფალონი თავის ტვინის უძველესი ნაწილის - ტვინის ღეროს მესამე ნაწილია, რომელიც მოთავსებულია შუამდებარე ტვინსა და ვაროლის ხიდს შორის (შუამდებარე ტვინის დაბლა და ვაროლის ხიდის ზევით). თავის ტვინის ყველა ნერვული გზა ამ ორგანოზე გადის. შუა ტვინის ფუნქციებია: 1. მხედველობა. 2. სმენა. 3. მოძრაობის კონტროლი. 4. ძილ-ღვიძილის პროცესის რეგულირება. 5. სექსუალური აგზნება, ასევე გარემომცველი გარემოთი გამოწვეულ სტრესზე სიფხიზლით რეაგირება, დაძაბულობის უზრუნველყოფა 6. ტემპერატურის რეგულირება ორგანიზმში. ევოლუციის პროცესში ის წარმოიშვა პრიმიტიულ წყლის ცხოველებში დაახლოებით 505-500 მილიონი წლის წინ. მეზენცეფალონი შეიცავს შავ ნივთიერებას (სუბსტანციას) - Substancia negra, ეს არის ტვინის ერთადერთი ნაწილი, რომელიც შეიცავს პიგმენტ მელანინს. ის იყოფა მარჯვენა და მარცხენა ნაწილად. ეს ნივთიერება უზრუნველყოფს თვალების მოძრაობას და სხეულის ნებაყოფლობით მოტორულ მოძრაობაშიც მონაწილეობს. შავი სუბსტანცია ასევე წარმოქმნის დოფამინს და ნორეპინეფრინს. თუკი ეს რეგიონი დაკარგავს დოფამინერგული ნეირონების საკმარისად მუშაობის უნარს, ეს იწვევს დოფამინის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ავითარებს პარკინსონის დაავადებას. ჯერჯერობით არაა გამოგონებული პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები, თუმცა ხდება მისი შეჩერება ან შენელება. ობამას ადმინისტრაციამ 2013 წელს აამოქმედა პროგრამა "ტვინის ინიციატივა", რომელმაც 2023 წელს უნდა დადოს პარკინსონის მკურნალობის საშუალებები ან თავიდან არიდების გზები. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 1429 3-ს მოსწონს
|