x
image
natia.a
როგორი ქალები არ მოჰყავთ ცოლად მამაკაცებს - აი, რას ამბობს პროფესიონალი...
image

ურთიერთობების სპეციალისტმა და გაცნობის კომპიუტერული პროგრამის შემქმნელმა, სამანტა დენიელსმა საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოავლინა ქალის რამდენიმე ტიპი, რომელთა ცოლად მოყვანაზე მამაკაცები თავს იკავებენ. დავინტერესდი და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო მომავალი ბედნიერების ეს "საიდუმლო", განსაკუთრებით კი გასათხოვარი გოგონების საყურადღებოდ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქალის რამდენიმე ტიპს, რომელთა ცოლად მოყვანასაც მამაკაცები უფრთხიან ან უბრალოდ თავს არიდებენ.


1. გოგონა - "შეფი"

image

ამ ტიპის გოგოები თავიდან შეიძლება ბევრს მოსწონდეს: მამაკაცებს ხომ უყვართ ამბიციური ქალბატონები, რომლებმაც იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და ყველა საშუალებით ცდილობენ მის მიღწევას. მაგრამ თანდათან კაცი იღლება ამგვარ ქალთან ურთიერთობით, თავს სკოლის დაბალი კლასის მოსწავლედ გრძნობს, რომელსაც მასწავლებელი გამუდმებით უთითებს, რა აკეთოს.




2. გოგონა - "ყოველდღიური ეჭვიანობა"


image


ამ ტიპის ქალებს მამაკაცები განსაკუთრებით ერიდებიან. ასეთი გოგოები განსაკუთრებით ეჭვიანები არიან, მით უმეტეს, თუ მათ ცხოვრებაში ერთხელ უკვე იყო ღალატი. ამიტომაც გაურბიან მამაკაცები: ძნელია, წარსულში სხვის მიერ მიყენებული ტკივილის ან უკვე ხასიათად ქცეული ეჭვიანობის გამო მთელი ცხოვრება სასჯელს შენ იხდიდე...



3. გოგონა - "მოთამაშე"



მართალია, თავიდან მამაკაცებს ხშირად მოსწონთ, როდესაც ქალი "ეთამაშება", ძნელად მოსაპოვებელი გოგოს როლს ირგებს. მაგრამ გრძელვადიან ურთიერთობებში ამგვარი ქმედება შეიძლება პრობლემად იქცეს. საბოლოოდ მამაკაცს მაინც უფრო სტაბილური მეწყვილე სჭირდება, ვინც გამუდმებით არ ითამაშებს მის გრძნობებზე და მოუფრთხილდება მას.



4. გოგონა - "მის გარდა არაფერი მაინტერესებს"


image


ამ ტიპის გოგონებს მამაკაცები ნამდვილად თავს არიდებენ. დიახ, თავიდან შეიძლება მოეწონოთ ქალის მხრიდან გადამეტებული ყურადღება, ზრუნვა, მაგრამ ცოტა ხანში დაიღლებიან ამით, ყელში ამოუვათ და იგრძნობენ, რომ "სუნთქვა უჭირთ".



5. გოგონა - "მამიკოს გოგო"

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ ტიპის გოგონები, როგორც წესი, თავისზე ბევრად დიდი ასაკის მამაკაცებს ირჩევენ, რადგან მათში ქვეცნობიერად მამის სახეს პოულობენ. თავიდან შეიძლება მამაკაცს მოეწონოს კიდეც უმცროსი გოგოსგან ყურადღება, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ქალი მასში ნაკლებად ხედავს პარტნიორს და ეს ნამდვილად არ მოეწონება.



6. გოგონა - "დიეტაზე ვარ!"


image

ეს კიდევ ერთი შეცდომაა, რომელსაც დღევანდელი გოგონები უშვებენ. იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანისთვის იდეალურად გამოიყურებოდნენ, საერთოდ არაფერს მიირთმევენ. საღამოს, სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ქმარს ხომ განსაკუთრებით მოსწონს, როცა ცოლი ცხელ სადილსა და გემრიელ დესერტს დაახვედრებს და ერთად მიირთმევენ... ან თუნდაც რესტორანში ერთად ივახშმებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტო სადილი არავის მოსწონს.



7. გოგონა - "მსურს შეგცვალო"


image

ქალის კიდევ ერთი გავრცელებული ტიპი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს მამაკაცის შეცვლას, მისი ხასიათის ამა თუ იმ შტრიხის "გამოსწორებას", საკუთარ გემოვნებაზე მორგებას. შეიძლება ბევრი სუსტი ხასიათის მამაკაცი მოექცეს ასეთი ქალის გავლენის ქვეშ, მაგრამ უმრავლესობა მაინც გაურბის მასთან სერიოზულ ურთიერთობას.



8. გოგონა - "ჭორიკანა".


image


რა გასაკვირია, რომ გოგონები, რომლებიც გამუდმებით სხვების ცხოვრებაზე, პრობლემებსა თუ ქმედებებზე საუბრობენ, მაინცდამაინც არ ხიბლავთ მამაკაცებს. ამგვარი ტიპის ქალთან ბვრი მამაკაცი თავშეკავებულად იქცევა და სიფრთხილეს იჩენს, რადგან ხვდება, რომ, სავარაუდოდ, ერთ დღესაც მისი ქმედებაც გახდება ქალის საჭორაო.



სულ ეს იყო.

ვიღაც იტყვის, ბედისწერა მაინც თავისას შვრება და ამგვარი დეტალური შერჩევის დროს არ გვიტოვებსო... - დაგეთანხმებით.

მაგრამ მაინც საინტერესო იქნებოდა მამაკაცების აზრი ამ ყველაფრის შესახებ...


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში - ტაბუდადებულ თემას ფარდა ეხდებაimage


2. პიკანტური ფაქტები ისტორიდან, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიანimage


3. გიორგი სააკაძის დისა და მეფე ლუარსაბ II-ის განწირული სიყვარული...image


4. ერეკლე II-ის შვილიშვილისა და მუსულმანი პოეტის თავბრუდამხვევი სიყვარულის ამბავი - უცნობი ისტორია...image


5. იცით ვინ არის ტყვე ბიჭი, რომელიც ჰიმლერს ასე დაჟინებით უყურებს? - დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია...image


6. საბჭოთა ეპოქის ყველაზე დაუჯერებელი ისტორია - მაიაკოვსკის სკანდალური სიყვარულიimage


7. დასახელდა 8 ქვეყანა, სადაც ურჩევენ მამაკაცებს საცოლის შერჩევას - ნახეთ, არის თუ არა ამ სიაში საქართველო?image

1
679
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
679
  
2018, 27 ივნისი, 19:45
გაითვალისწინონ გოგოებმა :D
0 1 1